1.ეს კანონი განსაზღვრავს: ა) კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს; ბ) კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზირების, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წესსა და პირობებს; გ) კერძო დაცვითი ორგანიზაციის და მცველის უფლება-მოვალეობებს; დ) სახელშეკრულებო ურთიერთობებს დამკვეთსა და კერძო დაცვით ორგანიზაციას შორის; ე) კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებს; ვ) იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს; პასუხისმგებლობის ზომებს.
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ
