1.„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მდებარეობის, ფართობის, საზღვრების, სტატუსისა და რეჟიმის შესახებ მონაცემთა აღრიცხვის, აგრეთვე მათი ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების კონტროლის უზრუნველსაყოფად წარმოებს საქართველოს დაცული ტერიტორიების კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების სახელმწიფო აღრიცხვა.
2.დაცულ ტერიტორიებზე კადასტრის წარმოების წესი განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ", „წყლის შესახებ" და „ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონებითა და საქართველოს კანონმდებლობით. [ 2. დაცულ ტერიტორიებზე კადასტრის წარმოების წესი განისაზღვრება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3431 – ვებგვერდი, 20.07.2023წ.
