საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
Article 14
1. სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად.
2. საქართველოს სამინისტროებია: ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის; ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის; გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; დ) თავდაცვის; დ 1 ) ინფრასტრუქტურის; ე) იუსტიციის; ე 1 ) კულტურის; ვ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ზ) რეგიონული განვითარების; თ) საგარეო საქმეთა; თ 1 ) სპორტის; ი) ფინანსთა; კ) შინაგან საქმეთა. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №195 - სსმ I, № 17 07.07.2004 წ., მუხ. 58 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, № 39 25.12.2004 წ., მუხ. 185 საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169 საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი № 848 - სსმ I, № 40 29.
12. 2008 წ., მუხ. 273 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №959 - სსმ I, №41 30.12..2008 წ., მუხ.333 საქართველოს 2010 წლის 29 ივნისის კანონი №3153 - სსმ I, №30 29.06.2010 წ., მუხ.194 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4385 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №449 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1792 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1620 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3024 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3453 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №335 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3822 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №82 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №484 – ვებგვერდი, 16.04.2025წ.
