1.სამინისტრო, სხვა სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის (მფლობელის) თანხმობის გარეშე თავად ჩაატაროს სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ანდა ეს სამუშაოები სხვა პირს დაუკვეთოს, თუ: ა) არსებობს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები; ბ) ან მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია იგი, არ არის სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრება ან ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემულია სხვა პირზე, ამასთანავე, მესაკუთრე (მფლობელი) არაა თანახმა არქეოლოგიურ ობიექტზე სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაზე და არსებობს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები; გ) სარეაბილიტაციო, კვლევითი ან არქეოლოგიური სამუშაოები ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე ტარდება ამ კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში ან საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალში და ძეგლის/არქეოლოგიური ობიექტის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან თავად ძეგლს/არქეოლოგიურ ობიექტს.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
