1.სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით შეიძლება: ა) აიღოს სესხი; ბ) განახორციელოს თავდებობა; გ) განსაზღვროს სამსახურის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი; დ) (ამოღებულია - 04.03.2026, №1374).
2.სამსახურმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება: ა) შეიძინოს, გაასხვისოს და დატვირთოს უძრავი ქონება; ბ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
