Article 3^6
1. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების დასარეგულირებლად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს - სასაზღვრო კომისარს და განუსაზღვრავს მას უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს - სასაზღვრო კომისარს უფლება აქვს შესაბამის სახელმწიფოსთან დადებული სამთავრობო შეთანხმების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი.
3. საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელი - სასაზღვრო კომისარი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აფორმებს თავის აპარატში შემავალი თანამშრომლების ერთჯერად მოწმობებს მათ მიერ სახელმწიფო საზღვარზე მასთან ერთად გადასვლის და გადმოსვლის შესახებ.
4. სასაზღვრო წარმომადგენლის - სასაზღვრო კომისრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
