საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Article 10. მოთხოვნები გადამდებ დაავადებათა შესაძლო არსებობისა და გამოვლენის შემთხვევებში
1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს უფლება აქვს ფიზიკურ პირს მოსთხოვოს სამედიცინო შემოწმების გავლა, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი გადამდები დაავადების მატარებელია და საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვით.
2. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია გადამდები დაავადების გამოვლენის თითოეული შემთხვევის შესახებ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეატყობინოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს.
3. გადამდები დაავადების მატარებლობის დადასტურების შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვთ ფიზიკურ პირს მოსთხოვონ: ა) ჩაიტაროს სათანადო სამედიცინო შემოწმება ან/და სათანადო მკურნალობა ან/და მიიღოს სათანადო კონსულტაცია; ბ) დაასახელოს ის პირები, რომლებიც მასთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ან/და იმყოფებიან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.
