საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
Article 6. სახელმწიფოს ვალდებულებები გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში
Consolidation №45 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების ორგანიზებასა და ზედამხედველობას; ბ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებისათვის საჭირო პრეპარატების მომარაგების, შენახვისა და ტრანსპორტირების ორგანიზებასა და ზედამხედველობას; გ) ეპიდჩვენების შემთხვევაში პროფილაქტიკური აცრებისა და გადამდები დაავადებების აქტიური გამოვლენის ორგანიზებას.
