ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 14. მუნიციპალიტეტების რეგისტრაცია
1. მუნიციპალიტეტების შესახებ ზოგადი მონაცემების ერთიანი აღნუსხვის მიზნით იქმნება მუნიციპალიტეტების მონაცემთა სისტემური ერთობლიობა − მუნიციპალიტეტების რეესტრი.
2. მუნიციპალიტეტის სარეგისტრაციო მონაცემებია: ა) მუნიციპალიტეტის დასახელება; ბ) თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების დასახელებები (თითოეული დასახლების კატეგორიის მითითებით); გ) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის დასახელება; დ) მუნიციპალიტეტის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი; ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.
3. სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით მუნიციპალიტეტის რეგისტრაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. თავი III მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება
