Closest in meaning — including in other laws
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ
Always up-to-date legal framework
მომსახურების საფასურის განაკვეთებია: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ხ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) – 15 ლარი; ა 1 ) დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის აღდგენა – 20 ლარი; ბ) ამ მუხლის შენიშვნის 9 1 პუნქტით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ 6 “, „ბ 7 “, „ძ“ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 40 ლარი; ბ 1 ) (ამოღებულია - 16.11.2021, №1012) ; ბ 2 ) (ამოღებულია - 16.11.2021, №1012) ; ბ 3 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისთვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ 4 ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ 5 ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ 6 ) „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება (გარდა ამ მუხლის „ძ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) − 90 ლარი; ბ 7 ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ 6 “ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) − 150 ლარი; გ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 109 ლარი; დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 100 ლარი; დ 1 ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა – 25 ლარი; ე) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე 1 “−„ე 8 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე 8 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) − 80 ლარი, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის 3 4 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის ხელახლა დამზადება და გაცემა – 35 ლარი; ე 1 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 1 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., AA-111-AA), – 1000 ლარი; ე 1 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., BB-002-BB), – 800 ლარი; ე 1 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., CC-300-CC), – 600 ლარი; ე 2 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 2 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., GT-444-TT), – 800 ლარი; ე 2 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., YU-005-YY), – 600 ლარი; ე 2 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., WW-600-PW), – 400 ლარი; ე 3 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 3 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., SO-777-SO), – 800 ლარი; ე 3 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., NN-008-MM), – 600 ლარი; ე 3 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., DF-900-FD), – 400 ლარი; ე 4 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა ამ მუხლის „ე 3 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 4 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., RR-111-PO), – 700 ლარი; ე 4 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., TU-002-KU), – 500 ლარი; ე 4 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., EI-300-LL), – 300 ლარი; ე 5 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 5 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., NJ-444-HZ), – 250 ლარი; ე 5 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., VX-005-MW), – 200 ლარი; ე 5 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., QR-600-FD), – 150 ლარი; ე 6 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციისაგან (მაგ., GIORGI 1), – 10 000 ლარი; ე 7 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე 1 “–„ე 6 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომლის სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციისაგან, თუ: ე 7 .ა) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-707-DD), – 450 ლარი; ე 7 .ბ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., FF-050-FG), – 350 ლარი; ე 7 .გ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DF-080-FD), – 350 ლარი; ე 7 .დ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა ამ მუხლის „ე 7 .გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-305-FS), – 300 ლარი; ე 7 .ე) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DX-040-WQ), – 250 ლარი; ე 8 ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი: ე 8 .ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა – 80 ლარი; ე 8 .ბ) მისაბმელის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 80 ლარი; ე 9 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე1 “–„ე7 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, მიმოქცევაში არმყოფი ერთი წყვილი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი; ე 10 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, გამოთავისუფლებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი; ვ) ტრანზიტული ნომრის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ვ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 370 ლარი; ვ 1 ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ტრანზიტული ნომრის გაცემა – 150 ლარი; ვ 2 ) ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტრანზიტული ნომრის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა − 20 ლარი; ზ) მოტოციკლის, კვ ადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე 8 .ბ“ და „ზ 2 “–„ზ 4 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე 8 .ბ“ და „ზ 4 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან ამავე მუხლის შენიშვნის 3 4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადება და გაცემა – 25 ლარი; ზ 1 ) „TEST“ ნომრის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი; ზ 2 ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის: ზ 2 .ა) ციფრების კომბინაციაა 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009, 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999, – 200 ლარი; ზ 2 .ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული სამი ლათინური ასოს და სამი ციფრის კომბინაციისაგან, – 200 ლარი; ზ 3 ) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის: ზ 3 .ა) ციფრების კომბინაციაა 0001, 0002, 0003, 0004, 0005, 0006, 0007, 0008, 0009, 1000, 2000, 3000, 4000, 5000, 6000, 7000, 8000, 9000, 1111, 2222, 3333, 4444, 5555, 6666, 7777, 8888 ან 9999, – 300 ლარი; ზ 3 .ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ორი ლათინური ასოს და ოთხი ციფრის კომბინაციისაგან, – 300 ლარი; ზ 4 ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა ან ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 40 ლარი; თ) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის გადაფორმება: თ.ა) მისაბმელისა, რომლის წონა არ აღემატება 720 კილოგრამს, – 25 ლარი; თ.ბ) მისაბმელისა, რომლის წონა აღემატება 720 კგ-ს – 100 ლარი; თ 1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა − 50 ლარი; ი) (ამოღებულია); კ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; კ 1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 50 ლარი; კ 2 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 100 ლარი; ლ) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა – 30 ლარი; ლ 1 ) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 10 ლარი; ლ 2 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ლ 3 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ლ 4 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ლ 5 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ლ 6 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; მ) დადგენილი ნიმუშის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა – 15 ლარი; მ 1 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი; მ 2 ) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან იარაღის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი; მ 3 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; მ 4 ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა – 50 ლარი; მ 5 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; მ 6 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; მ 7 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; მ 8 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი; მ 9 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; მ 10 ) საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი; მ 11 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; მ 12 ) საქართველოს მოქალაქეზე ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; ნ) ერთ ერთეულ იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ნ 1 “ და „ნ 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) − 10 ლარი; ნ 1 ) ერთ ერთეულ იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე 1 .დ“ ან „ე 1 .ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით − 20 ლარი; ნ 2 ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე 1 .ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით, ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი; ო) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 20 ლარი; ო 1 ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი; ო 2 ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი; ო 3 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა, თუ აღნიშნულ დოკუმენტზე ამ კანონით სხვა საფასური არ არის დადგენილი, − 30 ლარი; ო 4 ) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი; პ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია – 50 ლარი; ჟ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია – 15 ლარი; რ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 30 ლარი; რ 1 ) სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად დამუშავებული მონაცემების ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემების ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემა − ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური; ს) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს 1 “, „ს 3 “, „ფ 1 “, „ფ 6 “ და „ქ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 30 ლარი; ს 1 ) სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებითი განკარგვისადმი დაქვემდებარებული ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 40 ლარი; ს 2 ) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება (გარდა ამ მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი; ს 3 ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ფ 6 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 180 ლარი; ტ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 20 ლარი; ტ 1 ) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილზე (ერთ მისამართზე) ტექნიკური დათვალიერების განხორციელება – 50 ლარი; უ) შიდა ტრანზიტის გაცემა − 50 ლარი; უ 1 ) (ამოღებულია - 21.07.2022, №1658) ; ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 60 ლარი; ფ 1 ) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს 1 “ და „ფ 6 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 60 ლარი; ფ 2 ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – 50 ლარი; ფ 3 ) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა – 20 ლარი; ფ 4 ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი; ფ 5 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა − 100 ლარი; ფ 6 ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს 1 “ და „ფ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 200 ლარი; ქ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისთვის ან აღრიცხვიდან მოხსნისთვის საჭირო განცხადების/ერთობლივი განცხადების მიღება ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის სრულად ან ნაწილობრივ წარმოება ან/და სარეგისტრაციო ნიშნების ჩაბარება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ – 50 ლარი; ქ 1 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე − 30 ლარი; ღ) ტექნიკური ტალონის გაცემა – 10 ლარი; ყ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი; შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ საბაჟო პროცედურისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და საბაჟო პროცედურის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 50 ლარი; შ 1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 30 ლარი; შ 2 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ“ და „შ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 200 ლარი; ჩ) ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის მოწმობის გაცემა – 50 ლარი; ჩ 1 ) დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მიმართვა და მომსახურების გაწევისათ ვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა ავტორიზებული იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზირებული პირის მეშვეობით − 20 ლარი; ც) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 30 ლარი; ც 1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – 20 ლარი; ც 2 ) ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურების საფასური – 20 ლარი; ც 3 ) ამ მუხლის „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი ელექტრონული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) ქართულ ენაზე თარგმნა სააგენტოს მიერ − 20 ლარი; ძ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მიღებული დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ვადაზე ადრე დაშვება (დაჩქარებული მომსახურება) − 30 ლარი; ძ 1 ) პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ვადაზე ადრე დაშვება (დაჩქარებული მომსახურება) − 160 ლარი; წ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული იმ დოკუმენტის ასლის დამზადება და დედანთან იდენტურობის დამოწმება, რომლის დედნის საქმისწარმოების მასალებში დარჩენა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, – ერთი დოკუმენტი 5 ლარი; ჭ) სააგენტოს არქივში დაცული ერთი დოკუმენტის დამოწმებული ასლის გაცემა – 5 ლარი; ხ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 35 ლარი; ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 55 ლარი; ჰ) სააგენტოს ვებგვერდზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის პროგრამის ანალოგიური სავარჯიშო პროგრამით ერთჯერადად სარგებლობა − 2 ლარი; ჰ 1 ) ლიზინგის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია − 50 ლარი; ჰ 2 ) ლიზინგის მოწმობის გაცემა − 50 ლარი; ჰ 3 ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი; ჰ 4 ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი; ჰ 5 ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი. [ ჰ 6 ) საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობის გაცემა – 50 ლარი. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] შენიშვნა:
1.ამ მუხლის „ე 6 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციის წყობა არ უნდა იყოს ამავე მუხლის „ე“–„ე 5 “, „ე 7 “, „ე 8 “, „ზ“ და „ზ 2 “–„ზ 4 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების), აგრეთვე შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციის მსგავსი. ამ მუხლის „ე 6 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სერიისა და ნომრის კომბინაციაში არსებული ციფრების ან ციფრებისა და ლათინური ასოების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რვა ერთეულს, ამასთანავე, კომბინაცია არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრევიატურას) ან უხამსობას, აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს. 1 1 . (ამოღებულია - 31.05.2023, №3104) . 1 2 . ფიზიკური პირის მოთხოვნით, მის სარგებლობაში არსებული, ამ მუხლის „ე 1 “–„ე 7 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ამ პირის მეუღლის, მშობლის ან შვილის კუთვნილ რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემისათვის ერთი წყვილი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის საფასური შეადგენს 35 ლარს. 1 3 . (ამოღებულია - 31.05.2023, №3104) . 1 4 . ამ მუხლის შენიშვნის 1 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მეუღლის, მშობლის ან შვილის კუთვნილ რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემის შემდეგ პირი კარგავს ყველა უფლებას ავტომობილის რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე).
2.ამ მუხლის „ე 6 “, „ე 7 “, „ზ 2 .ბ“ ან „ზ 3 .ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია შეარჩიოს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სერიისა და ნომრის შემადგენელი ლათინური ასოებისა და ციფრების მხოლოდ ის კომბინაცია, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის მიმოქცევაში არ იმყოფება.
3.სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის „ე 1 “–„ე 7 “, „ზ 2 “ და „ზ 3 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) არ დაამზადოს დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებებზე უშუალოდ გაცემის მომენტამდე. 3 1 . სააგენტოს მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის ოპერატიული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და ოპერატიული სანომრე ნიშნების გაცემის საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 3 2 . ამ კანონის მიზნებისათვის მიმოქცევაში არმყოფად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალებათა ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი): ა) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის შემდგომი გაცემის მიზნით სერიულად არ არის დაბეჭდილი; ბ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის არ არის გაცემული რეგისტრირებულ (ან დროებით რეგისტრირებულ) სატრანსპორტო საშუალებაზე; გ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის „ე 9 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით არ არის დაჯავშნილი დაინტერესებული პირის მიერ; დ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის „ე 10 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით არ ინახება სააგენტოში სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნით; ე) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის შენიშვნის 3 4 პუნქტით განსაზღვრული წესით არ ინახება სააგენტოში დაინტერესებული პირის მოთხოვნით; ვ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოს მიერ არ არის გადაცემული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის, როგორც ოპერატიული სანომრე ნიშანი; ზ) რომლის მოთხოვნის მომენტისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, რომელიც ზღუდავს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემას. 3 3 . „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“-ს საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) გაცემა, აგრეთვე ამ რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) გაცემის ამსახველი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა ხორციელდება უფასოდ. 3 4 . რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეცვლისას, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმებისას, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, თუ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულოა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსთვის ჩაბარება, ამ მუხლის „ე“–„ე 8 “, „ზ“ და „ზ 2 “–„ზ 4 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სააგენტოში ჩასაბარებლად. ამასთანავე, სააგენტო ვალდებულია: ა) ამ მუხლის „ე 1 “–„ე 5 “ ქვეპუნქტებით ან „ე 7 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული: ა.ა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მისთვის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1 სამუშაო დღისა, გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა.ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) იმავე ციფრებისა და ლათინური ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელახლა დაამზადოს და გასცეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მისთვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე არაუგვიანეს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 365 კალენდარული დღისა; ბ) ამ მუხლის „ე 6 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული: ბ.ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მისთვის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1 სამუშაო დღისა, გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) იმავე ციფრების ან/და ლათინური ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელახლა დაამზადოს და გასცეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მისთვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე; გ) ამ მუხლის „ზ 2 “ ან „ზ 3 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული: გ.ა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მისთვის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1 სამუშაო დღისა, გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ.ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) იმავე ციფრებისა და ლათინური ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელახლა დაამზადოს და გასცეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მისთვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე არაუგვიანეს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 365 კალენდარული დღისა. 3 5 . სააგენტოს არ წარმოეშობა ამ მუხლის შენიშვნის 3 4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე) წერილობით უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული უფლების განხორციელებაზე.
4.სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის „ტ 1 “, „ფ“, „ფ 1 “, „ფ 6 “, „ქ“ და „ქ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისთვის დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის გადაადგილების უზრუნველყოფა.
5.სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ფ“, „ფ 1 “, „ფ 6 “, „ქ“ და „ქ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, თუ დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს. 5 1 . სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ტ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, თუ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილამდე მანძილი გონივრულ ფარგლებს სცილდება. 5 2 . პირი შიდა ტრანზიტის ან ტრანზიტული ნომრის ერთი ცალის ან ერთი წყვილის დაკარგვის შემთხვევაში 30 ლარს იხდის.
6.(ამოღებულია - 21.07.2022, №1658) . 6 1 . უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) გაცემის, შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და გაუქმების, აგრეთვე უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) საფუძველზე მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს და უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
7.პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე: ა) ამ მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 45 ლარით მცირდება; ბ) ამ მუხლის „ფ 1 “ და „ფ 6 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 30 ლარით მცირდება; გ) ამ მუხლის „ქ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 15 ლარით მცირდება.
8.ამ მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი დადგენილი საფასურის გარდა იხდის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საფასურსაც.
9.დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის აღდგენისათვის, გარდა აღნიშნული მოწმობების გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი საფასურისა, დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის „ა 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდაც. 9 1 . ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური მოიცავს: ა) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება – დაინტერესებული პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებას; ბ) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება – დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა); გ) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება − დაინტერესებული პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებას, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი რაოდენობითა და წესით დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა). 9 2 . (ამოღებულია - 16.11.2021, №1012) ; 9 3 . აკრძალულია 1 კალენდარული დღის განმავლობაში ამ მუხლის „ძ“ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების ერთზე მეტჯერ გაწევა. 9 4 . იმ მომსახურებების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც შეუძლია დაინტერესებულ პირს ამ მუხლის „ჩ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 9 5 . სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ან/და პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ან/და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს 3 სამუშაო დღის ვადაში. ეს ვადა აითვლება აღნიშნული გამოცდის შედეგების დაინტერესებული პირისათვის გაცნობის დღიდან. 9 6 . სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველ, ისე მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში დაინტერესებული პირი იმავე კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ მორიგ პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველ ჯერზე დაიშვება შესაბამის პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან არაუადრეს მე-7 კალენდარული დღისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისა.
10.ამ მუხლის „ე 9 “ და „ე 10 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას სარეგისტრაციო ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) საერთო წესით გაიცემა. თუ დაინტერესებულ პირს მის მიერ მოთხოვნილ ვადაში არ წარმოეშვა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ამ ვადის გასვლის მომდევნო კალენდარული დღიდან სააგენტოს ეხსნება რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის/შენახვის ვალდებულება, ამასთანავე, გადახდილი საფასური გადამხდელს არ უბრუნდება.
11.(ამოღებულია - 21.07.2022, №1658) .
12.იმ მონაცემთა ნუსხას, რომელთა ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემაც დასაშვებია ამ მუხლის „რ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, აგრეთვე აღნიშნულ მონაცემთა გადაცემის პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
13.თუ ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული ფიზიკურ პირზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო რაოდენობა აღემატება ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად ხუთი ერთეულის ზევით ყოველი მომდევნო სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის დამატებით გადაიხადოს 5 ლარი. 13 1 . თუ ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული იურიდიულ პირზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო რაოდენობა აღემატება ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად დამატებით გადაიხადოს 80 ლარი.
14.ამ მუხლის „წ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დამზადებული დოკუმენტის ასლი, რომლის დედანთან იდენტურობაც დამოწმებულია, რჩება საქმისწარმოების მასალებში და აქვს ოფიციალური ძალა, ხოლო დოკუმენტის დედანი უბრუნდება დაინტერესებულ პირს.
15.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო საბაჟო პროცედურისთვის, რეექსპორტისთვის ან რეალიზაციისთვის განკუთვნილი, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებითი განკარგვისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას სხვა მონაცემებთან ერთად დამატებით განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას ან/და საბაჟო ღირებულებას.
16.სააგენტო შიდა ტრანზიტს გასცემს არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით.
17.საბაჟო პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ტრანზიტული ნომრის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება განახორციელოს შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულმა სხვა უფლებამოსილმა პირმა. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ ტრანზიტული ნომრისა და შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
18.შემოსავლების სამსახურის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შემთხვევაში შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრომდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა.
19.გარემოება, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება ან სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ხორციელდება დათვალიერების აქტის ან შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
20.სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
21.სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ო 1 “ და „ო 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
22.სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ო 3 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული გასაცემი ინფორმაციის ნუსხასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
23.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 23 1 . პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 23 2 . ლიზინგის რეგისტრაციის პირობებს, ლიზინგის მოწმობის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
24.სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც გაიწევა სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად.
25.იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე იარაღის გადაადგილების წესსა და პირობებს, იარაღის დროებითი მოწმობის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. [ 26. საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.98 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4685 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5959 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6250 – ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6503 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის კანონი №2590 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1196 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის კანონი №77 – ვებგვერდი, 06.01.2021წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1658 – ვებგვერდი, 30.06.2022წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2386 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №166 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1326 - ვებგვერდი, 22.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1270 - ვებგვერდი, 24.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1810 - ვებგვერდი, 29.06.2026წ.
მომსახურების საფასურის განაკვეთებია: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ხ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) – 15 ლარი; ა 1 ) დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის აღდგენა – 20 ლარი; ბ) ამ მუხლის შენიშვნის 9 1 პუნქტით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ 6 “, „ბ 7 “, „ძ“ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 40 ლარი; ბ 1 ) (ამოღებულია - 16.11.2021, №1012) ; ბ 2 ) (ამოღებულია - 16.11.2021, №1012) ; ბ 3 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სამოქალაქო თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისთვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ 4 ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ 5 ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ იარაღის ბრუნვის წესების ცოდნის შემოწმების მიზნით ნებართვის მაძიებლის გამოცდაზე ერთჯერადად დაშვება – 20 ლარი; ბ 6 ) „B“ ან „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება (გარდა ამ მუხლის „ძ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) − 90 ლარი; ბ 7 ) პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვება (გარდა ამ მუხლის „ბ 6 “ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) − 150 ლარი; გ) საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა – 109 ლარი; დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) – 100 ლარი; დ 1 ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა – 25 ლარი; ე) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე 1 “−„ე 8 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე 8 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) − 80 ლარი, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის 3 4 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის ხელახლა დამზადება და გაცემა – 35 ლარი; ე 1 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 1 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., AA-111-AA), – 1000 ლარი; ე 1 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., BB-002-BB), – 800 ლარი; ე 1 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., CC-300-CC), – 600 ლარი; ე 2 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 2 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., GT-444-TT), – 800 ლარი; ე 2 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., YU-005-YY), – 600 ლარი; ე 2 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., WW-600-PW), – 400 ლარი; ე 3 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 3 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., SO-777-SO), – 800 ლარი; ე 3 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., NN-008-MM), – 600 ლარი; ე 3 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., DF-900-FD), – 400 ლარი; ე 4 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა ამ მუხლის „ე 3 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 4 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., RR-111-PO), – 700 ლარი; ე 4 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., TU-002-KU), – 500 ლარი; ე 4 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., EI-300-LL), – 300 ლარი; ე 5 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა: ე 5 .ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ., NJ-444-HZ), – 250 ლარი; ე 5 .ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ., VX-005-MW), – 200 ლარი; ე 5 .გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ., QR-600-FD), – 150 ლარი; ე 6 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციისაგან (მაგ., GIORGI 1), – 10 000 ლარი; ე 7 ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე 1 “–„ე 6 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომლის სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციისაგან, თუ: ე 7 .ა) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-707-DD), – 450 ლარი; ე 7 .ბ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., FF-050-FG), – 350 ლარი; ე 7 .გ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DF-080-FD), – 350 ლარი; ე 7 .დ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა ამ მუხლის „ე 7 .გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DD-305-FS), – 300 ლარი; ე 7 .ე) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ., DX-040-WQ), – 250 ლარი; ე 8 ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი: ე 8 .ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა – 80 ლარი; ე 8 .ბ) მისაბმელის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, აგრეთვე ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 80 ლარი; ე 9 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე1 “–„ე7 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, მიმოქცევაში არმყოფი ერთი წყვილი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი; ე 10 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის სასურველი, ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, გამოთავისუფლებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვა არაუმეტეს 2 კალენდარული თვისა – ერთი კალენდარული დღისთვის 1,5 ლარი; ვ) ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის გაცემა – 50 ლარი; ზ) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა (გარდა ამ მუხლის „ე 8 .ბ“ და „ზ 2 “–„ზ 4 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა), აგრეთვე მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა (გარდა ამ მუხლის „ე 8 .ბ“ და „ზ 4 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან ამავე მუხლის შენიშვნის 3 4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ხელახლა დამზადება და გაცემა – 25 ლარი; ზ 1 ) „TEST“ ნომრის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი; ზ 2 ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის: ზ 2 .ა) ციფრების კომბინაციაა 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009, 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999, – 200 ლარი; ზ 2 .ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული სამი ლათინური ასოს და სამი ციფრის კომბინაციისაგან, – 200 ლარი; ზ 3 ) მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა, რომლის: ზ 3 .ა) ციფრების კომბინაციაა 0001, 0002, 0003, 0004, 0005, 0006, 0007, 0008, 0009, 1000, 2000, 3000, 4000, 5000, 6000, 7000, 8000, 9000, 1111, 2222, 3333, 4444, 5555, 6666, 7777, 8888 ან 9999, – 300 ლარი; ზ 3 .ბ) სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ორი ლათინური ასოს და ოთხი ციფრის კომბინაციისაგან, – 300 ლარი; ზ 4 ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის, საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემა ან ამ ტიპის დაკარგული ან დაზიანებული ერთი რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენა – 40 ლარი; თ) სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის გადაფორმება: თ.ა) მისაბმელისა, რომლის წონა არ აღემატება 720 კილოგრამს, – 25 ლარი; თ.ბ) მისაბმელისა, რომლის წონა აღემატება 720 კგ-ს – 100 ლარი; თ 1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა − 50 ლარი; ი) (ამოღებულია); კ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; კ 1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 50 ლარი; კ 2 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის ნომრიან აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა − 100 ლარი; ლ) ერთი ერთეული იარაღის რეგისტრაცია, იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან იარაღის ჩამოწერა – 30 ლარი; ლ 1 ) იარაღის ერთი ერთეული დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 10 ლარი; ლ 2 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ლ 3 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ლ 4 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ლ 5 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; ლ 6 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; მ) დადგენილი ნიმუშის იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ან იარაღის ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა – 15 ლარი; მ 1 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი; მ 2 ) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე ან იარაღის ერთ ერთეულ ძირითად ელემენტზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ საბრძოლო მასალაზე (ვაზნაზე) – 0,1 ლარი; მ 3 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; მ 4 ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა – 50 ლარი; მ 5 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; მ 6 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; მ 7 ) (ამოღებულია - 24.12.2013, №1831) ; მ 8 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი; მ 9 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი; მ 10 ) საქართველოს მოქალაქეზე სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისთვის გაწეული მომსახურების საფასური ერთ ერთეულ იარაღზე – 10 ლარი, ხოლო ერთ ერთეულ ვაზნაზე – 0,1 ლარი; ნ) ერთ ერთეულ იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა (გარდა ამ მუხლის „ნ 1 “ და „ნ 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა) − 10 ლარი; ნ 1 ) ერთ ერთეულ იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე 1 .დ“ ან „ე 1 .ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით − 20 ლარი; ნ 2 ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე 1 .ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით, ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი; ო) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა – 20 ლარი; ო 1 ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი; ო 2 ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი; ო 3 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა, თუ აღნიშნულ დოკუმენტზე ამ კანონით სხვა საფასური არ არის დადგენილი, − 30 ლარი; ო 4 ) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა − 30 ლარი; პ) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია – 50 ლარი; ჟ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია – 15 ლარი; რ) სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 30 ლარი; რ 1 ) სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელების შედეგად დამუშავებული მონაცემების ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მონაცემების ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემა − ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასური; ს) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს 1 “, „ს 3 “, „ფ 1 “, „ფ 6 “ და „ქ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 30 ლარი; ს 1 ) სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებითი განკარგვისადმი დაქვემდებარებული ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით – 40 ლარი; ს 2 ) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება (გარდა ამ მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი; ს 3 ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ფ 6 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 100 ლარი; ტ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება – 20 ლარი; ტ 1 ) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილზე (ერთ მისამართზე) ტექნიკური დათვალიერების განხორციელება – 50 ლარი; უ) შიდა ტრანზიტის გაცემა − 50 ლარი; უ 1 ) (ამოღებულია - 21.07.2022, №1658) ; ფ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 60 ლარი; ფ 1 ) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს 1 “ და „ფ 6 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 60 ლარი; ფ 2 ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა – 50 ლარი; ფ 3 ) ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა – 20 ლარი; ფ 4 ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი; ფ 5 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა − 100 ლარი; ფ 6 ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმება (გარდა ამ მუხლის „ს 1 “ და „ფ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) შესაბამისი აქტის შედგენით – 130 ლარი; ქ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციისთვის ან აღრიცხვიდან მოხსნისთვის საჭირო განცხადების/ერთობლივი განცხადების მიღება ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის სრულად ან ნაწილობრივ წარმოება ან/და სარეგისტრაციო ნიშნების ჩაბარება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ – 50 ლარი; ქ 1 ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე − 30 ლარი; ღ) ტექნიკური ტალონის გაცემა – 10 ლარი; ყ) მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ცნობის გაცემა – 20 ლარი; შ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ საბაჟო პროცედურისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და საბაჟო პროცედურის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 50 ლარი; შ 1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) – 30 ლარი; შ 2 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსება (გარდა ამ მუხლის „შ“ და „შ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან/და საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდება ან/და შესაბამის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა – 130 ლარი; ჩ) ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის მოწმობის გაცემა – 50 ლარი; ჩ 1 ) დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის მომსახურების გაწევის თაობაზე მიმართვა და მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების ელექტრონული სახით წარდგენა ავტორიზებული იარაღით ვაჭრობაზე ლიცენზირებული პირის მეშვეობით − 20 ლარი; ც) ერთ ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ერთ ერთეულ ნომრიან აგრეგატზე ან ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ან მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება – 30 ლარი; ც 1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია – 20 ლარი; ც 2 ) ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურების საფასური – 20 ლარი; ც 3 ) ამ მუხლის „ხ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი (ატვირთული) უცხოურ ენაზე შედგენილი ელექტრონული დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) ქართულ ენაზე თარგმნა სააგენტოს მიერ − 20 ლარი; ძ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მიღებული დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ვადაზე ადრე დაშვება (დაჩქარებული მომსახურება) − 30 ლარი; ძ 1 ) პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დადებითი შეფასების მოქმედების ვადაში დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ვადაზე ადრე დაშვება (დაჩქარებული მომსახურება) − 160 ლარი; წ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული იმ დოკუმენტის ასლის დამზადება და დედანთან იდენტურობის დამოწმება, რომლის დედნის საქმისწარმოების მასალებში დარჩენა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, – ერთი დოკუმენტი 5 ლარი; ჭ) სააგენტოს არქივში დაცული ერთი დოკუმენტის დამოწმებული ასლის გაცემა – 5 ლარი; ხ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 35 ლარი; ჯ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა (შეცვლა ან დაკარგულის აღდგენა) სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის მიერ შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენის (ატვირთვის) საფუძველზე − 55 ლარი; ჰ) სააგენტოს ვებგვერდზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის პროგრამის ანალოგიური სავარჯიშო პროგრამით ერთჯერადად სარგებლობა − 2 ლარი; ჰ 1 ) ლიზინგის რეგისტრაცია ან მასში ცვლილების რეგისტრაცია − 50 ლარი; ჰ 2 ) ლიზინგის მოწმობის გაცემა − 50 ლარი; ჰ 3 ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი; ჰ 4 ) პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი; ჰ 5 ) უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის გაცემა − 20 ლარი. შენიშვნა: 1. ამ მუხლის „ე 6 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციის წყობა არ უნდა იყოს ამავე მუხლის „ე“–„ე 5 “, „ე 7 “, „ე 8 “, „ზ“ და „ზ 2 “–„ზ 4 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების), აგრეთვე შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციის მსგავსი. ამ მუხლის „ე 6 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სერიისა და ნომრის კომბინაციაში არსებული ციფრების ან ციფრებისა და ლათინური ასოების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რვა ერთეულს, ამასთანავე, კომბინაცია არ უნდა შეიცავდეს მოწოდებას, ადმინისტრაციული ორგანოს სახელწოდებას (აბრევიატურას) ან უხამსობას, აგრეთვე არ უნდა შეურაცხყოფდეს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ღირსებას, რელიგიას, ტრადიციასა და ზნეობრივ ნორმებს. 1 1 . (ამოღებულია - 31.05.2023, №3104) . 1 2 . ფიზიკური პირის მოთხოვნით, მის სარგებლობაში არსებული, ამ მუხლის „ე 1 “–„ე 7 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ამ პირის მეუღლის, მშობლის ან შვილის კუთვნილ რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემისათვის ერთი წყვილი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის საფასური შეადგენს 35 ლარს. 1 3 . (ამოღებულია - 31.05.2023, №3104) . 1 4 . ამ მუხლის შენიშვნის 1 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მეუღლის, მშობლის ან შვილის კუთვნილ რეგისტრირებულ ავტომობილზე გაცემის შემდეგ პირი კარგავს ყველა უფლებას ავტომობილის რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშანზე). 2. ამ მუხლის „ე 6 “, „ე 7 “, „ზ 2 .ბ“ ან „ზ 3 .ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია შეარჩიოს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სერიისა და ნომრის შემადგენელი ლათინური ასოებისა და ციფრების მხოლოდ ის კომბინაცია, რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის მიმოქცევაში არ იმყოფება. 3. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის „ე 1 “–„ე 7 “, „ზ 2 “ და „ზ 3 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) არ დაამზადოს დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებებზე უშუალოდ გაცემის მომენტამდე. 3 1 . სააგენტოს მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის ოპერატიული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და ოპერატიული სანომრე ნიშნების გაცემის საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 3 2 . ამ კანონის მიზნებისათვის მიმოქცევაში არმყოფად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალებათა ის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი): ა) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის შემდგომი გაცემის მიზნით სერიულად არ არის დაბეჭდილი; ბ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის არ არის გაცემული რეგისტრირებულ (ან დროებით რეგისტრირებულ) სატრანსპორტო საშუალებაზე; გ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის „ე 9 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით არ არის დაჯავშნილი დაინტერესებული პირის მიერ; დ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის „ე 10 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით არ ინახება სააგენტოში სხვა დაინტერესებული პირის მოთხოვნით; ე) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის ამ მუხლის შენიშვნის 3 4 პუნქტით განსაზღვრული წესით არ ინახება სააგენტოში დაინტერესებული პირის მოთხოვნით; ვ) რომელიც მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოს მიერ არ არის გადაცემული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის, როგორც ოპერატიული სანომრე ნიშანი; ზ) რომლის მოთხოვნის მომენტისათვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოება, რომელიც ზღუდავს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემას. 3 3 . „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“-ს საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) გაცემა, აგრეთვე ამ რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) გაცემის ამსახველი ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა ხორციელდება უფასოდ. 3 4 . რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეცვლისას, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმებისას, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, თუ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულოა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) სააგენტოსთვის ჩაბარება, ამ მუხლის „ე“–„ე 8 “, „ზ“ და „ზ 2 “–„ზ 4 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სააგენტოში ჩასაბარებლად. ამასთანავე, სააგენტო ვალდებულია: ა) ამ მუხლის „ე 1 “–„ე 5 “ ქვეპუნქტებით ან „ე 7 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული: ა.ა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მისთვის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1 სამუშაო დღისა, გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა.ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) იმავე ციფრებისა და ლათინური ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელახლა დაამზადოს და გასცეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მისთვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე არაუგვიანეს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 365 კალენდარული დღისა; ბ) ამ მუხლის „ე 6 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული: ბ.ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მისთვის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1 სამუშაო დღისა, გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ.ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) იმავე ციფრების ან/და ლათინური ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელახლა დაამზადოს და გასცეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მისთვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე; გ) ამ მუხლის „ზ 2 “ ან „ზ 3 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული: გ.ა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) მისთვის ჩაბარების შემდეგ, მაგრამ არაუადრეს 1 სამუშაო დღისა, გაანადგუროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ.ბ) რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) იმავე ციფრებისა და ლათინური ასოების კომბინაციის რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას ხელახლა დაამზადოს და გასცეს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) მისთვის ჩაბარების ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მოსარგებლის ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე არაუგვიანეს აღნიშნული ვალდებულების წარმოშობიდან 365 კალენდარული დღისა. 3 5 . სააგენტოს არ წარმოეშობა ამ მუხლის შენიშვნის 3 4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან მოსარგებლე ან მისი მემკვიდრე/სამართალმემკვიდრე (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლე) წერილობით უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული უფლების განხორციელებაზე. 4. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის „ტ 1 “, „ფ“, „ფ 1 “, „ფ 6 “, „ქ“ და „ქ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისთვის დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის გადაადგილების უზრუნველყოფა. 5. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ფ“, „ფ 1 “, „ფ 6 “, „ქ“ და „ქ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე, თუ დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ადგილი სცილდება გონივრულ ფარგლებს. 5 1 . სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ტ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, თუ თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილამდე მანძილი გონივრულ ფარგლებს სცილდება. 5 2 . პირი შიდა ტრანზიტის ან ტრანზიტული ნომრის ერთი ცალის ან ერთი წყვილის დაკარგვის შემთხვევაში 30 ლარს იხდის. 6. (ამოღებულია - 21.07.2022, №1658) . 6 1 . უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) გაცემის, შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და გაუქმების, აგრეთვე უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) საფუძველზე მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს განსაზღვრავს და უფლების გადაცემის ბარათის (უფლების ბარათის) ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 7. პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ერთდროულად არსებულ, ერთ მისამართზე განლაგებულ, ხუთ ერთეულზე მეტ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე: ა) ამ მუხლის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 45 ლარით მცირდება; ბ) ამ მუხლის „ფ 1 “ და „ფ 6 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 30 ლარით მცირდება; გ) ამ მუხლის „ქ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის შესაბამისი საფასური 15 ლარით მცირდება. 8. ამ მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი დადგენილი საფასურის გარდა იხდის სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის ან სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საფასურსაც. 9. დაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან ტრამვაის მართვის მოწმობის აღდგენისათვის, გარდა აღნიშნული მოწმობების გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი საფასურისა, დაინტერესებულმა პირმა დამატებით უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის „ა 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდაც. 9 1 . ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური მოიცავს: ა) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება – დაინტერესებული პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებას; ბ) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება – დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა); გ) თუ შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლად სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება − დაინტერესებული პირის თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებას, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − დაინტერესებული პირის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი რაოდენობითა და წესით დაშვებას (გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა). 9 2 . (ამოღებულია - 16.11.2021, №1012) ; 9 3 . აკრძალულია 1 კალენდარული დღის განმავლობაში ამ მუხლის „ძ“ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების ერთზე მეტჯერ გაწევა. 9 4 . იმ მომსახურებების ჩამონათვალს, რომელთა მიღებაც შეუძლია დაინტერესებულ პირს ამ მუხლის „ჩ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით, ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 9 5 . სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ან/და პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის ან/და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს 3 სამუშაო დღის ვადაში. ეს ვადა აითვლება აღნიშნული გამოცდის შედეგების დაინტერესებული პირისათვის გაცნობის დღიდან. 9 6 . სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის როგორც პირველ, ისე მეორე ეტაპზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში დაინტერესებული პირი იმავე კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ მორიგ პრაქტიკულ გამოცდაზე ყოველ ჯერზე დაიშვება შესაბამის პრაქტიკულ გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღებიდან არაუადრეს მე-7 კალენდარული დღისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის „ძ“ და „ძ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებებით სარგებლობისა. 10. ამ მუხლის „ე 9 “ და „ე 10 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევისას სარეგისტრაციო ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) საერთო წესით გაიცემა. თუ დაინტერესებულ პირს მის მიერ მოთხოვნილ ვადაში არ წარმოეშვა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დადგენილი წესით გაცემის სამართლებრივი საფუძველი, ამ ვადის გასვლის მომდევნო კალენდარული დღიდან სააგენტოს ეხსნება რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის/შენახვის ვალდებულება, ამასთანავე, გადახდილი საფასური გადამხდელს არ უბრუნდება. 11. (ამოღებულია - 21.07.2022, №1658) . 12. იმ მონაცემთა ნუსხას, რომელთა ავტორიზებული საწარმოსთვის გადაცემაც დასაშვებია ამ მუხლის „რ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას, აგრეთვე აღნიშნულ მონაცემთა გადაცემის პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 13. თუ ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული ფიზიკურ პირზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო რაოდენობა აღემატება ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად ხუთი ერთეულის ზევით ყოველი მომდევნო სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის დამატებით გადაიხადოს 5 ლარი. 13 1 . თუ ერთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში ასახული იურიდიულ პირზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების დამხმარე ტექნიკური საშუალებების საერთო რაოდენობა აღემატება ხუთ ერთეულს, დაინტერესებული პირი ვალდებულია ამ მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად დამატებით გადაიხადოს 80 ლარი. 14. ამ მუხლის „წ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დამზადებული დოკუმენტის ასლი, რომლის დედანთან იდენტურობაც დამოწმებულია, რჩება საქმისწარმოების მასალებში და აქვს ოფიციალური ძალა, ხოლო დოკუმენტის დედანი უბრუნდება დაინტერესებულ პირს. 15. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო საბაჟო პროცედურისთვის, რეექსპორტისთვის ან რეალიზაციისთვის განკუთვნილი, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებითი განკარგვისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებისას სხვა მონაცემებთან ერთად დამატებით განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას ან/და საბაჟო ღირებულებას. 16. სააგენტო შიდა ტრანზიტს გასცემს არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით. 17. საბაჟო პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე ტრანზიტული ნომრის ან/და შიდა ტრანზიტის გაცემა (მინიჭება) სააგენტოსთან შეთანხმებით შეიძლება განახორციელოს შემოსავლების სამსახურმა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულმა სხვა უფლებამოსილმა პირმა. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ ტრანზიტული ნომრისა და შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 18. შემოსავლების სამსახურის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე შიდა ტრანზიტის გაცემის (მინიჭების) შემთხვევაში შიდა ტრანზიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დრომდე, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა. 19. გარემოება, როდესაც უფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება ან სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება ხორციელდება დათვალიერების აქტის ან შესაბამისი აქტის შედგენის გარეშე, განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 20. სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 21. სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ო 1 “ და „ო 2 “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 22. სააგენტოს მიერ ამ მუხლის „ო 3 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული გასაცემი ინფორმაციის ნუსხასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 23. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 23 1 . პირის მსჯავრდების შესახებ ცნობა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 23 2 . ლიზინგის რეგისტრაციის პირობებს, ლიზინგის მოწმობის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 24. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც გაიწევა სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ჩაითვლება სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად. 25. იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე იარაღის გადაადგილების წესსა და პირობებს, იარაღის დროებითი მოწმობის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №76 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.98 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №810 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.270 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1543 - სსმ I, №21, 03.08.2009 წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3286 - სსმ I, №38, 16.07.2010 წ., მუხ.229 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4685 - ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5959 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6250 – ვებგვერდი, 06.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6503 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის კანონი №2590 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3703 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1196 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის კანონი №77 – ვებგვერდი, 06.01.2021წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 21 ივნისის კანონი №1658 – ვებგვერდი, 30.06.2022წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2386 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3104 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №166 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №451 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
The amendments this article has been through
summary pending
amending act №6909345New fee schedule entries established for import permits of acoustic weapons for both Georgian and foreign citizens.
amending act №6706340The change specifically alters fee structures related to issuing transit numbers for vehicles intended for export, re-export, or temporary transit, as well as associated documentation and inspections.
amending act №6701980New fees introduced for services related to import/export of signal weapons and ammunition (მ 8 - მ 10 ).
amending act №6464688New fees are established for expert inspections of vehicles and agricultural machinery designated for export/re-export, both on agency premises and off-site, as well as a fee for assisting with customs declaration completion.
amending act №6330258New fee categories are added relating to representation in administrative processes and confirmation of rights regarding vehicle sales. Also, a new fee is introduced for confirming ownership transfer of vehicles.
amending act №5816573summary pending
amending act №5498853The amendment modifies the fee structure for vehicle registration certificates (from unspecified to 100 GEL) and vehicle number plates/license plates (from unspecified to 80 GEL, with a separate fee of 35 GEL under specific conditions).
amending act №5640096Fee structures for driver's license issuance and testing have been modified, with some sub-points removed and new ones added to reflect updated service offerings.
amending act №5279810Fees for vehicle and motorcycle registration (including replacements) for diplomatic personnel have been adjusted, with specific rates set for cars, trailers, and motorcycles.
amending act №5078509Fees for lease registration (50 GEL) and lease certificate issuance (50 GEL) established, along with a provision for the Minister of Internal Affairs to define the conditions, form, and procedure for these services.
amending act №3737682Addition of new fee categories (b3, b4, b5) for firearm ownership exam fees.
amending act №2880351Introduces tiered pricing for vehicle registration plates based on letter/number combinations, and increases fees for standard plate replacement.
amending act №2449601A new subparagraph 'zh' is added outlining conditions where the Agency will not fulfill a request for vehicle/agricultural machinery registration if a fee isn’t paid. Subparagraph ‘i’ defines an inspection report.
amending act №2169369Fee structure for driver’s licenses is revised (a, b) with a new fee introduced for student permits (b1), and fees are updated for motorcycle/agricultural machinery registrations (z).
amending act №1689544The introduction of a fee for re-issuing vehicle registration numbers and the specification that registration services are performed outside Agency premises incur an additional fee.
amending act №1668382New fees are established for the registration, re-registration, or cancellation of pneumatic hunting/sports weapons and their components.
amending act №1648989A new fee of 30 GEL is established for completing customs declarations for commercial vehicles handled by the agency.
amending act №1635123Modifies fees for vehicle expert inspections, on-site reviews, and registration certificate issuance; introduces discounts for multiple vehicles and clarifies rules around license plate combinations.
amending act №1349249Adjusts fees for temporary firearm certificates, differentiating based on inspection requirements outlined in article 3.e.1.d
amending act №1160665The fees for various services are modified, including changes to 'driver's license issuance' and 'vehicle registration'. New fee items related to 'transfer of ownership certificate' are added.
amending act №92698Revises the fee structure for license plates, adds fees for diplomatic vehicle registration, lien certificates, and export document authentication.
amending act №89698New fee rates are established for various firearm-related services like registration, re-registration, certificates, and temporary permits.
amending act №1540The fee for registering individual units of hunting, gas, short-barreled, and sporting firearms is set at 15 GEL.
amending act №18682Several sub-clauses related to fees for driver's licenses and number plates are added or modified, including one for lost license replacement. New sub-clauses define fees for custom/preferred number plates and holding them temporarily.
amending act №20248Describe your situation — we'll help you find the right specialist.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი