„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
Article 9. ფორმალური პროფესიული განათლება
1. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით.
2. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი განისაზღვრება და სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი დგინდება შესაბამისი კანონით. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4943 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.210 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
