ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
Article 24. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა
1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების უფლება აქვთ: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ შესაბამის დაწესებულებას; ბ) სახელმწიფო სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებას.
2. აკრძალულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება გამოძიების განმახორციელებელი ორგანოების ან მათ დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების მიერ.
3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას უზრუნველყოფს და აფინანსებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (პირი) ან სახელმწიფო სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. პატიმრობაში მყოფი გამოსაკვლევი პირის გაყვანას/გადაყვანას და საექსპერტო დაწესებულებაში მის დაცვას ახორციელებს პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დანაყოფი. საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №480 - სსმ I, №30,07.11.2008 წ., მუხ.196 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №965 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.337 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1783 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3543 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3123 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
