Article 126. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების პირობები
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცევის პირობებია: ა) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევი საქონლის საიმედო იდენტიფიკაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობა; ბ) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში ნებისმიერი საქონლის (გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში დროებითი შემოტანა აკრძალულია ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) მოქცევის შესაძლებლობა; გ) (ამოღებულია); დ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას დეკლარანტის მიერ საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელების შესაბამისი გარანტიის წარდგენა.
2. იმ საქონლის ნუსხა, რომლის საქართველოში დროებითი შემოტანა აკრძალულია, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
