1.ამ კოდექსის თანახმად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დროს განსაზღვრისათვის გამოიყენება საქონელთან დაკავშირებული ექსპორტის ან იმპორტის გადასახდელების განაკვეთები, რომლებიც მოქმედებს საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღეს, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ ჩაითვლება ის დღე, როდესაც წარმოიშვა არსებული ინფორმაციის საფუძველზე. ასეთი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღედ ჩაითვლება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე.
