ინსტრუქცია შემუშავებულია ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სასაქონლო, მომსახურებისა და კოლექტიურ ნიშნებზე განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, ექსპერტიზის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, პროცედურული ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა წესებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონი – საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების შესახებ; ბ) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი
1.თუ ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულმა განაცხადის მონაცემებმა არ განიცადა ცვლილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე, რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის ვადაში ბიულეტენში ქვეყნდება მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის თარიღი, განაცხადის შეტანის თარიღი და ნომერი.
2.თუ ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებულმა განაცხადის მონაცამებმა განიცადა ცვლილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე, რეგისტრაციის დღიდან ერთი თვის ვადაში ქვეყნდება რეგისტრაციის ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის მოქმედების გასვლის თარიღი, განაცხადის შეტანის თარიღი, განაცხადის ნომერი და განაცხადის ის მონაცემები, რომლებმაც განიცადა ცვლილება.
3.ამ ინსტრუქციის 24-ე და 25-ე მუხლის შესაბამისად რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში.
1.თუ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ საჩივარზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ან თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ ვადაში არ იქნა შეტანილი ასეთი საჩივარი, ან თუ სრულდება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირობები, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შესახებ.
2.განმცხადებელმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფასური უნდა გადაიხადოს აღნიშნული წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში.
3.თუ განმცხადებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში არ გადაიხდის მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციის საფასურს, განაცხადი უქმდება და განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება.
4.თუ განმცხადებელი მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციის დადგენილ საფასურს გადაიხდის ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, საქპატენტი ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას რეესტრში და აღნიშნული საფასურის გადახდის დღიდან ერთი თვის ვადაში გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე.
5.რეესტრში შეიტანება: ა) რეგისტრაციის ნომერი; ბ) რეგისტრაციის თარიღი; გ) რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის თარიღი; დ) განაცხადის ნომერი; ე) განაცხადის შეტანის თარიღი; ვ) პირველი განაცხადის ნომერი; ზ) პირველი განაცხადის შეტანის თარიღი; თ) პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის (უწყების) კოდი; ი) სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელი და გვარი (სახელწოდება) და იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდული მისამართი; კ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულება; ლ) მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია; მ) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი; ნ) წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) სახელი და გვარი (სახელწოდება) და იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდული მისამართი; ო) საკანცელარიო ნომერი; პ) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილების ნუსხა.
1.ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ი“, ,,კ“, ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო მონაცემების თითოეული ცვლილება შეტანილ იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
2.თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი საქპატენტში შეიტანს განცხადებას 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ი“, ,,კ“, ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ, აღნიშნული ცვლილებები რეესტრში შედის ცვლილებების შეტანისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. საფასური გადახდილი უნდა იყოს საქპატენტში განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,კ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სასაქონლო ნიშნის უმნიშვნელო ცვლილება ან საქონლის ჩამონათვლის შემცირება.
3.რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში და ცვლილებები შეტანილ იქნება მოწმობაში.
4.სასაქონლო ნიშანზე უფლების გადაცემის შემთხვევაში, საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ, გადაცემის შესახებ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა რეესტრსა და სასაქონლო ნიშნის მოწმობაში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული საფასური გადახდილი უნდა იყოს საქპატენტში განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
5.იმ შემთხვევაში, როდესაც უფლების გადაცემის ხელშეკრულება საქპატენტს წარედგინება წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) მიერ, ხელშეკრულებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მფლობელის ან უფლებამონაცვლის მიერ გაცემული მინდობილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაცემის ხელშეკრულება არ განიხილება.
6.თუ „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის თვისებების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, უფლებამონაცვლეს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება, საქონლის ჩამონათვალიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე „საქპატენტი“ რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის შესახებ, ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვლიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო ნიშანზე უფლების გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას საქონლის მთლიანი ჩამონათვალის თვისების, ხარისხის ან გეოგრაფიული წარმოშობის შესახებ, საქპატენტს ცვლილებები რეესტრსა და მოწმობაში არ შეაქვს და უფლებამონაცვლეს ეგზავნება შესაბამისი წერილობითი შეტყობინება.
7.თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელმა გასცა ლიცენზია სასაქონლო ნიშნის გამოყენებაზე, სალიცენზიო ხელშეკრულება რეგისტრირდება და შესაბამისი მონაცემები შეიტანება რეესტრში, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული საფასური გადახდილი უნდა იყოს საქპატენტში განცხადების შეტანიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
8.თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი საქპატენტში შეიტანს განცხადებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების, ბათილად ცნობის ან აღდგენის შესახებ, საქპატენტს შესაბამისი ცვლილებები შეაქვს რეესტრში.
1.სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით, გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადას აგრძელებს საქპატენტი ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ საქპატენტში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული განცხადების საქპატენტში წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა წარმოებს რეგისტრაციის მოქმედების ბოლო წლის განმავლობაში.
2.თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური არ იქნა გადახდილი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში, რეგისტრაციის სასაქონლო ნიშნის მფლობელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება აღნიშნული საფასურის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის დღიდან 6 თვის ვადაში გადახდის მოთხოვნით.
3.თუ რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური არ იქნა გადახდილი ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უქმდება და სასაქონლო ნიშნის მფლობელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
1.განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-3 მუხლის თანახმად შეტანილ უნდა იქნეს საქპატენტში.
2.განაცხადს უნდა დაერთოს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული ჩამონათვლის თარგმანი ინგლისურ ენაზე.
3.თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს საქპატენტში შეტანილი განაცხადის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება განაცხადის მონაცემებში.
4.თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს საქპატენტში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილ იქნება რეესტრში.
5.თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილ იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის საქპატენტში რეგისტრაციის შემდეგ.
6.სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა.
კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციისათვის გამოიყენება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დადგენილი წესები, თუ „სასქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 3. განაცხადის წარდგენა 1. განაცხადის წარდგენა საქპატენტში ხდება მატერიალური ფორმით ან ელექტრონული სისტემის – https://online.sakpatenti.gov.ge/ (შემდგომში – ელექტრონული სისტემა) მეშვეობით.
2.განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში განცხადება შეტანილი უნდა იქნეს საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებულ განაცხადის ბლანკზე (შემდგომში – ბლანკი) და ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ელექტრონული სისტემით წარდგენისას, საგანაცხადო მასალის შეტანა ხდება საქპატენტის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
3.საქპატენტში განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, განაცხადზე საქმისწარმოების ფარგლებში, ყველა სახის დოკუმენტი განმცხადებელს ეგზავნება მატერიალური ფორმით.
4.საქპატენტში განაცხადის ელექტრონული სისტემით წარდგენის შემთხვევაში, განაცხადზე საქმისწარმოების ფარგლებში, განმცხადებელს ყველა სახის დოკუმენტი ეგზავნება საქპატენტის ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მისთვის ჩაბარებულად ითვლება სისტემაში ასახვისთანავე. ამ მომენტიდან იწყება კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლა ყველა შესაბამისი მომდევნო ქმედებისთვის.
5.საქპატენტში განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შემდგომ, განმცხადებლის მიერ საქმისწარმოების მატერიალური ფორმით გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის დღიდან განაცხადზე აღარ გავრცელდება ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით საფასურებზე კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6.საქპატენტში განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემდგომ, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით გაგრძელება. ამ შემთხვევაში განაცხადზე არ გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7.დამატებითი ინფორმირების მიზნით, განმცხადებელს შესაძლებელია გაეგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება განაცხადთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ.
8.განაცხადი უნდა ეხებოდეს ერთ სასაქონლო ნიშანს.
9.სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელმა „X
4.განაცხადთან დაკავშირებული საბუთები 1. განაცხადი უნდა შეიცავდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლოს მკაფიო გამოსახულებას ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით. თუ სიმბოლო ბგერითია, მაშინ წარდგენილი ან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნეს აუდიოჩანაწერი და სანოტო ჩანაწერის ელექტრონული ვერსია.
2.თუ საქონლის ჩამონათვალი არ ეტევა ბლანკში მისთვის გამოყოფილ მე-9 გრაფაში (კოდი 511), იგი შეიძლება წარდგენილ იქნეს განაცხადის შეტანისას დანართის სახით. თუ საქონლის ჩამონათვალი წარდგენილია უცხო ენაზე, განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში საქონლის ჩამონათვალი წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზეც.
3.მინდობილობა წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შესახებ საქპატენტში წარდგენილი უნდა იქნეს განაცხადის შეტანისას ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში. დასაშვებია ამ ვადის გაგრძელება ერთი თვით, თუ საქპატენტში განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში წარმომადგენელი/პატენტრწმუნებული წარადგენს მოთხოვნას ვადის გაგრძელების შესახებ და გადაიხდის ვადის გაგრძელებისათვის დადგენილ საფასურს.
4.განაცხადის საქპატენტში შეტანისას ან შეტანიდან ერთი თვის ვადაში გადახდილი უნდა იქნეს: ა) ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური. თუ განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში არ იქნა გადახდილი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფასური, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; ბ) საკონვენციო ან/და საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნისთვის დადგენილი საფასური, თუ მოითხოვება ასეთი პრიორიტეტი. წინააღმდეგ შემთხვევაში პრიორიტეტი დადგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.
5.კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს: ა) საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში – პირველი განაცხადის მიმღები უწყების მიერ დამოწმებული განაცხადის ასლი; ბ) საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში – ოფიციალური ან ოფიციალურად მიჩნეული გამოფენის ადმინისტრაციის ან საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაცემული ცნობა გამოფენაზე ექსპონატის ჩვენების თარიღის მითითებით.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირველი განაცხადის დამოწმებული ასლის „DAS
მუხლი 5. განაცხადის შეტანის თარიღის დადგენა 1. განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება საქპატენტში განაცხადის წარდგენის დღე, თუ განაცხადი წარდგენილია ქართულ ენაზე ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, შეიცავს განმცხადებლის სახელს და გვარს/სახელწოდებას და მისამართს, სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას, საქონლის ჩამონათვალს, წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის სახელს და გვარს/სახელწოდებას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ და ხელმოწერილია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
2.თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, განაცხადს ენიჭება საქმის ნომერი და გაიცემა საკანცელარიო ცნობა განაცხადის შეტანის შესახებ, საქმის ნომრის, შეტანის თარიღისა და განაცხადით წარდგენილი მონაცემებისა და საბუთების მითითებით.
3.თუ წარდგენილი განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, განაცხადი შეტანილად არ ჩაითვლება და განაცხადის მასალები უბრუნდება წარმომდგენს.
1.განაცხადის საქპატენტში წარდგენისას ან განაცხადის წარდგენის შემდეგ ერთი თვის ვადაში, განმცხადებელს უფლება აქვს დანიშნოს წარმომადგენელი (პატენტრწმუნებული) წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.
2.წარმომადგენელზე (პატენტრწმუნებულზე) გაცემული მინდობილობა უნდა შეიცავდეს: ა) მარწმუნებლის სახელსა და გვარს (სახელწოდებას), იურიდიულ მისამართს; ფიზიკური პირის შემთხვევაში მარწმუნებლისა და რწმუნებულის (გარდა პატენტრწმუნებულებისა) პირად ნომერს; იურიდიული პირის შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) წარმომადგენლის (პატენტრწმუნებულის) უფლებამოსილების ფარგლებს; გ) მინდობილობის შედგენის თარიღსა და ადგილს; დ) მარწმუნებლის ხელმოწერას; ე) მინდობილობის მოქმედების ვადას. თუ ვადა აღნიშნული არ არის, მინდობილობა ძალაშია მარწმუნებლის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტამდე.
3.მინდობილობა ფორმდება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ის არის შედგენილი.
4.უცხოელი განმცხადებლი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში ან რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია საქპატენტის მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში დანიშნოს წარმომადგენლად (პატენტრწმუნებულად) საქართველოში განსაზღვრულ მისამართზე რეგისტრირებული ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გაეგზავნება მისთვის განკუთვნილი ყველა საბუთი. უცხოელი განმცხადებელი წარმომადგენელზე (პატენტრწმუნებულზე) მინდობილობას გასცემს უშუალოდ თვითონ ან სათანადო უფლებამოსილების მქონე რწმუნებულის მეშვეობით. თუ განმცხადებლი არ შეასრულებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას, საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, საქპატენტი იხსნის ვალდებულებას საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მხარისათვის გაგზავნის თაობაზე.
მუხლი 7. საქპატენტთან მიმოწერა 1. საქპატენტთან მიმოწერა ხორციელდება განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის მიერ, თითოეული განაცხადისათვის ცალ-ცალკე.
2.განაცხადის მატერიალური ფორმით შეტანის შემდეგ წარდგენილ ყველა მასალაში უნდა მიეთითოს საქმის ნომერი. საქმის ნომრის მითითებისა და ხელმოწერის გარეშე წარდგენილი მასალები განსახილველად არ მიიღება.
3.განაცხადის შეტანის შემდეგ მასალები საქპატენტს უნდა წარედგინოს კანონითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადებში.
მუხლი 8. განაცხადის მასალების შევსება , შეცვლა , შესწორება და დაზუსტება 1. კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „გ
მუხლი 9. განაცხადის გაყოფა 1. განაცხადი, რომელიც საქონლის ორ ან მეტ დასახელებას შეიცავს, განმცხადებლის მოთხოვნით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე შეიძლება გაიყოს ორ ან მეტ განაცხადად, პირველ განაცხადში არსებული საქონლის გადანაწილებით თითოეულ განაცხადზე. გამოყოფილ განაცხადებს უნარჩუნდებათ პირველი განაცხადის შეტანის თარიღი.
2.განაცხადის გაყოფა დასაშვებია განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის სახელს და გვარს (სახელწოდებას) და მისამართს; ბ) განაცხადის საქმის ნომერს; გ) განაცხადის გაყოფის შესახებ მოთხოვნას; დ) გასაყოფი საქონლის ჩამონათვალს შესაბამისი კლასების მითითებით.
3.თუ განაცხადის გაყოფის შესახებ მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს ეძლევა ერთთვიანი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება რჩება განუხილველი და განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.
4.გამოყოფილ განაცხადზე რეგისტრაციის პროცედურა გრძელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და გადაიხდება ყველა შესაბამისი ქმედებისთვის დადგენილი საფასური.
5.განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გამოყოფილ განაცხადზე მოწმობის გაცემა.
განმცხადებელს უფლება აქვს გაეცნოს განაცხადის განხილვისას გამოყენებულ მასალას და მოითხოვოს მისი ასლი.
11.განაცხადის განხილვის შეჩერება 1. განმცხადებელს უფლება აქვს ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება ერთი თვით, ცალკეულ თვეზე დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
2.განცხადება განაცხადის განხილვის შეჩერების შესახებ წარედგინება საქპატენტს. განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადახდილი უნდა იქნეს განაცხადის განხილვის შეჩერებისთვის დადგენილი საფასური. განაცხადზე საქმისწარმოება ჩერდება საფასურის გადახდიდან ან განცხადების წარდგენიდან, იმ შემთხვევაში, თუ საფასური გადახდილ იქნა განცხადების წარდგენისას. საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში განცხადება შეჩერების შესახებ დარჩება განუხილველი.
მუხლი 12. განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტა 1. საქპატენტი განაცხადზე საქმისწარმოებას წყვეტს განმცხადებლის მოთხოვნით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.განაცხადზე საქმისწარმოება წყდება განმცხადებლის მიერ განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის საქპატენტში წარდგენის დღიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში და განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი წერილობითი შეტყობინება.
მუხლი 13. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა 1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს სრულად აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ ინსტრუქციის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2.საქპატენტს შეუძლია განმცხადებელს მოსთხოვოს ექსპერტიზისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია/მასალა. აღნიშნული საქპატენტს წარედგინება განმცხადებლისათვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარების დღიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში საქპატენტი გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. განაცხადის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემთხვევაში ამ მუხლში მითითებულ შეტყობინებაზე პასუხი წარდგენილი უნდა იქნეს შეტყობინების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 14. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის შედეგები და მასთან დაკავშირებული მიმოწერა .
1.განმცხადებელმა განაცხადის განსახილველად მიღების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს არსობრივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება, რის თაობაზეც წერილობით ეცნობება განმცხადებელს.
2.არსობრივი ექსპერტიზა შეიძლება შეჩერდეს: ა) ადრინდელი პრიორიტეტის მქონე დაპირისპირებული სიმბოლოს რეგისტრაციაზე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე; ბ) განმცხადებლის მოთხოვნით ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადით; გ) მე-16 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ვადით; დ) დაპირისპირებული ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებიდან 6 თვის გასვლამდე დარჩენილი ვადით, თუ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის დაპირისპირებული ნიშნის რეგისტრაცია გაუქმებულია; ე) დაპირისპირებული სიმბოლოს განაცხადზე ფორმალური ექსპერტიზის გადაწყვეტილების ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გასაჩივრებისათვის დადგენილი სამთვიანი ვადის გასვლამდე ან, განმცხადებლის მიერ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
3.არსობრივი ექსპერტიზის ეტაპზე ექსპერტი ამოწმებს, არსებობს თუ არა წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 და მე-5 მუხლებში მოცემული საფუძვლები.
4.იმის დასადგენად არსებობს თუ არა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით და მე-5 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, წარდგენილი სიმბოლო უნდა შედარდეს პარიზის კონვენციის 6 ter მუხლით დაცულ სიმბოლოებს, საქართველოში დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნებს ან ადგილწარმოშობის დასახელებებს, საქართველოში დაცულ დიზაინს, ეროვნული ან საერთაშორისო რეგისტრაციით საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშნებს და საქპატენტში სარეგისტრაციოდ წარდგენილ სიმბოლოებს.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შედარების დროს, სიმბოლოების მსგავსების დადგენის ძირითადი კრიტერიუმი შეიძლება იყოს სიმბოლოების სმენითი (ფონეტიკა, მუსიკალური ჟღერადობა), მხედველობითი (გრაფიკა, ფერთა შეხამება), აზრობრივი (სემანტიკა, არსი) მსგავსება. სიმბოლოების შედარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო შთაბეჭდილებას.
მუხლი 16. არსობრივი ექსპერტიზის შედეგები და მასთან დაკავშირებული მიმოწერა 1. თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლებით განსაზღვრული საფუძველი, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციაზე განაცხადში მითითებული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.
2.თუ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი განაცხადში მითითებული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განაცხადში მოცემული საქონლის მთლიანი ჩამონათვალის მიმართ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.
3.თუ არსებობს კანონის მე-4 ან/და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი განაცხადში მითითებული საქონლის ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქპატენტს გამოაქვს გადაწყვეტილება წარდგენილი სიმბოლოს რეგისტრაციის შესახებ საქონლის ჩამონათვალის დარჩენილი ნაწილის მიმართ, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს.
4.თუ კანონის მე-5 მუხლის „ა
1.თუ გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქპატენტში წარდგენილი განაცხადის შეტანის დღისათვის ამოწურულია მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადა და მიღებული არ არის გადაწყვეტილება დაცვაზე უარის შესახებ, სასაქონლო ნიშანი რეგისტრირდება ამ ინსტრუქციის შესაბამისად, არსობრივი ექსპერტიზისა და გამოქვეყნების გარეშე.
2.თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განაცხადი წარდგენილი იქნა მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლამდე, მისი არსობრივი ექსპერტიზა და რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციის მიხედვით.
18.საერთაშორისო განაცხადის არსობრივი ექსპერტიზა 1. სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე, მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით, ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა ამ მუხლისა და ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. ასევე მოწმდება საქონლის ჩამონათვალის შესაბამისობა კანონის 11 1 მუხლის მოთხოვნებთან.
2.საერთაშორისო განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს საერთაშორისო ბიუროს შეტყობინების თარიღიდან მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.
3.სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე, მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა.
4.თუ არსებობს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი
მუხლი 19. ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება.
1.სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციისათვის გამოიყენება კანონის 15 1 მუხლით დადგენილი სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა.
2.სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურისას გამოიყენება ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები. თავი IV გამოქვეყნება
1.კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბიულეტენში ქვეყნდება: ა) განაცხადის ნომერი; ბ) განაცხადის შეტანის თარიღი; გ) პირველი განაცხადის ნომერი; დ) პირველი განაცხადის შეტანის თარიღი; ე) პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის (უწყების) კოდი; ვ) განმცხადებლის სახელი და გვარი (სახელწოდება) და იურიდიული მისამართი; ზ) სარეგისტრაციოდ წარდგენილი სიმბოლო; თ) მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია; ი) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც მოითხოვება რეგისტრაცია.
2.სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის მონაცემები ქვეყნდება საერთაშორისო ბიუროს ოფიციალურ ბიულეტენში (WIPO Gazette).
3.საერთაშორისო განაცხადით წარდგენილი სიმბოლოს საქართველოში დაცვის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთ თვეში ბიულეტენში დამატებით ქვეყნდება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღი.