1.გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება შესაბამის ლიცენზიას საჭიროებს.
2.ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი (შემდგომ – განაცხადი) სამინისტროში შეტანილი უნდა იქნეს როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. განაცხადს უნდა ერთოდეს: ა) ჩაკეტილი სისტემის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ) პროექტის ხელმძღვანელის საიდენტიფიკაციო მონაცემები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა; დ) ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირის შესახებ მონაცემები; ე) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დახასიათება; ვ) საქმიანობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასება; ზ) მონიტორინგის პროგრამა და ინფორმაცია კონტროლის მეთოდების შესახებ; თ) გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების (რეაგირების) გეგმა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის თავიდან ასაცილებლად და გასანეიტრალებლად; ი) მაკონტროლებელი ორგანოებისათვის პერიოდული ანგარიშების წარდგენის სქემა (შემდგომ – ანგარიშგების სქემა).
3.ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია გაიცემა, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს; ბ) საქმიანობის განმახორციელებლის ან/და სხვა, უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პირების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს; გ) პროექტის ხელმძღვანელსა და ბიოლოგიური უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს აქვთ შესაბამისი ცოდნა, რომელიც აუცილებელია მათი ვალდებულებების შესასრულებლად; დ) მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რომლებიც უზრუნველყოფს საფრთხის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას; ე) დაცულია ყველა სამართლებრივი ნორმა, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ზომების დაცვას. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799 - ვებგვერდი, 22.03.2016წ. [მუხლი 10 1 . საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია 1. ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება შესაბამის ლიცენზიას საჭიროებს.
2.ლიცენზია გაიცემა მხოლოდ ცხოველის საკვების საწარმოებლად საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებაზე.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ სახეობის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტსა და გადამუშავებაზე, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველთა საკვების რეესტრში, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც პერიოდულად განახლდება. საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია ცოცხალი გენმოდიფიცირებული სიმინდის, ხორბლისა და ვაზის იმპორტი.
4.ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად განაცხადი სამინისტროსთვის წარდგენილი უნდა იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ეს განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
5.ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად სამინისტროსთვის წარდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს: ა) ლიცენზიის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაცია, მათ შორის, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების არეალის შესახებ და მისი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისგან, დაცული ტერიტორიებისგან, რეკრეაციული სივრცეებისა და საქართველოს ტყისგან დაშორების თაობაზე ინფორმაცია; გ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის დახასიათება; დ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტითა და გადამუშავებით გამოწვეული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასება.
6.საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია გაიცემა, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ პირობებს; ბ) ლიცენზიის მაძიებელმა მიიღო უსაფრთხოების ყველა ზომა, რომლებიც უზრუნველყოფს საფრთხის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას, მათ შორის, პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასებისას გათვალისწინებულია სათანადო დაშორება დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების არეალსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, დაცულ ტერიტორიებს, რეკრეაციულ სივრცეებს და საქართველოს ტყეს შორის.
7.ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8.საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდისა, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები: ა) მიიღოს უსაფრთხოების ყველა ზომა და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია ან/და სხვა პროდუქტებთან შერევა მისი იმპორტისას, ტრანსპორტირებისას, შენახვისას და გადამუშავებისას; ბ) უზრუნველყოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მიკვლევადობა იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების ყველა ეტაპზე; გ) შეინახოს და განაახლოს იმპორტირებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ადგილწარმოშობის, რაოდენობის, ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების თაობაზე და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის შემდგომი გამოყენების/განკარგვის შესახებ ინფორმაცია; დ) დაიცვას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირების წესები; ე) დაიცვას ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ვ) დაიცვას ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოტენციური საფრთხის (რისკის) შეფასების საფუძველზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობები.
9.საქართველოს მთავრობამ შეიძლება განსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობები.
10.საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს ცხოველის საკვების საწარმოებლად ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტის, გადამუშავებისა და მართვის წესებსა და პირობებს. (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1796 - ვებგვერდი, 30.06.2026წ.
