„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 37^1. 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრების მიერ კომპენსაციის მიღების სამართლებრივი რეგულირება
1. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპენსაციის სახით მიიღონ ის თანხა, რომლის საპარლამენტო პენსიის სახით მიღების უფლებაც მათ წარმოეშვათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ არ უსარგებლიათ ამ უფლებით და არ მიუღიათ შესაბამისი თანხა. ამასთანავე, კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის ოდენობის გაანგარიშებისას კომპეტენტურმა ორგანომ გაცდენილი ვადის ათვლა დაიწყოს 2002 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაციის სახით აღნიშნული თანხის მიღების უფლება აქვთ, თუ აკმაყოფილებენ კომპენსაციის მისაღებად ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და კომპეტენტურ ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავენ 2007 წლის 20 იანვრამდე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის კომპეტენტური ორგანო შესაბამისი კომპენსაციის გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული გრაფიკით 2008 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2010 წლის 1 იანვრისა. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3939 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.330 მუხლი 37 2 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის და მისი ოჯახის წევრის მიერ კომპენსაციის მიღების სამართლებრივი რეგულირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მეხანძრე-მაშველს/მაშველს ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო, აგრეთვე ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველის ოჯახის წევრს კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობათ 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5598 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1714 - ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4078 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. მუხლი 37 3 . საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის მიერ კომპენსაციის მიღების სამართლებრივი რეგულირება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს ამ კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2022 წლის 1 იანვრიდან დათხოვნის შემდეგ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №611 – ვებგვერდი,14.06.2021წ. მუხლი 38. კომპენსაციის ოდენობა გარკვეული პირებისათვის 1. იმ პირს, რომლის კომპენსაციის ოდენობა აღემატება ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად გადაანგარიშებულ კომპენსაციის ოდენობას, შეუნარჩუნდება 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობა ამ კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობამდე, გარდა ამ კანონის მე-9, მე-12 და 15 1 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. იმავდროულად, იმ პირს, რომელსაც 2013 წლის 1 აპრილამდე შეჩერებული ჰქონდა კომპენსაცია, კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში კომპენსაცია აუნაზღაურდება 2013 წლის 1 აპრილამდე არსებული წესით დანიშნული ოდენობით, ხოლო 2013 წლის 1 აპრილიდან – გადაანგარიშებული ოდენობით, გარდა ამ კანონის მე-9, მე-12 და 15 1 მუხლებით გათვალისწინებული პირებისა. კომპენსაციის ოდენობა ავტომატურად გადაანგარიშდება.
