1.შეგროვებული და დროებით შენახული სახიფათო ნარჩენების შეფუთვისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2.სახიფათო ნარჩენების გამგზავნის მიერ სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების დაწყებამდე შესაბამის ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსებისა და წარდგენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
3.სახიფათო ნარჩენების გადამზიდველისა და მიმღების მიერ შესაბამის ელექტრონულ სისტემაში სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმის შევსებისა და წარდგენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
4.ნარჩენი ზეთის მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
5.არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე მოწყობა და ოპერირება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
6.სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტზე სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვისა და ამ ობიექტის ოპერირების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
7.აზბესტის ნარჩენების მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
8.მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ნარჩენების მართვის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ.
