Closest in meaning — including in other laws
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე სატრანსპორტო საშუალებას აჩერებს: ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი დარღვევის აღსაკვეთად; ბ) სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული ბუნებრივი რესურსების მონაცემების შემოწმების მიზნით; გ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, წარმოშობის ან კანონიერების დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების, ასევე სპეციალური ფირნიშების დათვალიერების მიზნით; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2.სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდება ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის საშუალებით ან ხელით გამოხატული ჟესტით. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მოქმედება გასაგები უნდა იყოს მძღოლისათვის, ხოლო გაჩერების მოთხოვნა მიეცეს დროულად, რათა საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა არ მიმართონ იძულებით მანევრირებას და დაბრკოლება არ შეუქმნან სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას.
3.სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურის მოთხოვნისთანავე გააჩეროს ავტომანქანა მოძრაობისათვის უსაფრთხო ადგილას, დაუმორჩილებლობა ან უფლება-მოვალეობების განხორციელებაში ხელის შეშლა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დაუყოვნებლივ მივიდეს მძღოლთან.
5.დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს ოქმის ან სხვა დოკუმენტის შესადგენად, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია შევიდეს დეპარტამენტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ შენობაში.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.