სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Article 44. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ.
53).
2. ამ კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“; ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“.
