„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 16. პენსიის შეჩერება და განახლება
1. პენსია შეჩერდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ - ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან : ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას; ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას; გ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
2. პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსათვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პენსიის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4857 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.173 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.
