საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 107. 1 . საერთო სარგებლობის ტრანსპორტის შიდა მოწყობილობის დაზიანება
Consolidation №627 Verified against the current consolidation · 23 Jun 2026
Topics:Transportation
საჰაერო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, მეტროპოლიტენის, საზღვაო ტრანსპორტის, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის, ავტობუსის, ტროლეიბუსის, ტრამვაის, სამარშრუტო ტაქსის შიდა მოწყობილობის დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3312 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
