საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 154^1. პურპროდუქტებით უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის დადგენილი წესების დარღვევა
პურპროდუქტებით ქვეყნის უზრუნველყოფის სისტემის რეორგანიზაციის დადგენილი წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ასიდან ხუთას მინიმალურ ოდენობამდე. პურპროდუქტების საწარმოებში, სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის შესყიდვის, წარმოების ან რეალიზაციის წესების დარღვევა, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ასიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს 1996 წლის 31 მაისის კანონი №263 – პარლამენტის უწყებანი, №15, 19.06.1996წ., გვ.15
