ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ყველა პირი, რომლებმაც შესაძლოა რაიმე იცოდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით დასადგენ გარემოებათა შესახებ. მოწმე მოვალეა იმ ორგანოს (თანამდებობის პირის) გამოძახებით, რომლის წარმოებაშიც იმყოფება საქმე, გამოცხადდეს დანიშნულ დროს, აცნობოს რაც იცის საქმის შესახებ და უპასუხოს დასმულ კითხვებზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 256. მოწმე
Consolidation №639 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026
