საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 288^5. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება
ამ კოდექსის 288 4 მუხლით დადგენილ ვადაში საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №214 – სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.130
