Article 128^1. საჯარო სამსახურის საბჭო
1. საჯარო სამსახურის საბჭო არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო.
2. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არის საქართველოს მთავრობის ის წევრი, რომელსაც ეკისრება პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობების შესრულება.
3. საჯარო სამსახურის საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საბჭოს მდივნის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სამ-სამი წარმომადგენლისაგან. საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
4. საჯარო სამსახურის საბჭოს მდივანი იმავდროულად არის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
5. საჯარო სამსახურის საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა . საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №200, სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.86 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2945-სსმI, №15, 16.05.2006წ., მუხ.98 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1262 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საჯარო სამსახურის შესახებ
