1.ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის 1 1 და 1 2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე. 1 1 . მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 38-ე, 39-ე, 39 1 , 41 1 , 66-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლებისა, ვრცელდება ამ კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. 1 2 . სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე-6, მე-9, მე-10, 37-ე−39-ე, 39 1 , მე-40, 41-ე, 41 1 , 66-ე, 69-ე და 121-ე მუხლების მოქმედება. მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული მუხლების მოქმედება, გარდა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.
2.ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები არიან: ა ) საქართველოს კონსტიტუციის , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების საფუძველზე არჩეული , დანიშნული და დამტკიცებული თანამდებობის პირები ; ბ) მოსამართლეები; გ) პროკურორები; გ 1 ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები; დ 1 ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეები; ე ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეები ; ვ) (ამოღებულია); ზ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები; ზ 1 ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები; ზ 2 ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოხელეები; თ) სამხედრო მოსამსახურეები; ი) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლები; კ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ; ლ ) (ამოღებულია); მ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები; ნ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეები; ო ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლები / მოსამსახურეები .
3.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გაუთვალისწინებელ მოხელეებზე, თუ ამ კატეგორიის მოსამსახურეთა სტატუსის შესახებ საკანონმდებლო აქტებითა და ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4.„ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა / მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი “ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით . ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა / მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები , მათ შორის , თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების , სამსახურის გავლის , ატესტაციის , კვალიფიკაციის ამაღლების , წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები . ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე / მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში , თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები . საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1843-სსმI, №12(19), 06.04.1999წ., მუხ.39 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1931-სსმI, №14(21), 13.05.1999წ., მუხ.60 საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1020-სსმI, №24, 01.08.2001წ., მუხ.97 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3097-სსმI, №28, 15.09.2003წ., მუხ.203 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3397-სსმI, №7, 16.03.2004წ., მუხ.34 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №861-სსმI, №1, 05.01.2005წ., მუხ.1 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3183-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.128 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3653-სსმI, №44, 27.11.2006წ., მუხ.301 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4260-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.420 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5268-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.339 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №73-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.95 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1935-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.240 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2222-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.322 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2462-სსმI, №49, 30.12.2009წ., მუხ.374 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2727-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.63 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2990-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.155 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3367-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.240 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3614-სსმI, №52, 30.09.2010წ., მუხ.333 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4116-სსმI,№75,27.12.2010წ.,მუხ.472 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4955 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1379 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1790 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1971 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2538 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2821 - ვებგვერდი, 03.12.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2931 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3131 – ვებგვერდი, 23.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3545 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3953 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5597 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №485 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. მუხლი 11 1 . საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე ამ კანონის მოქმედების გავრცელების წესი 1. ამ კანონის 29-ე–32-ე მუხლების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას, და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესისა.
2.საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლებისათვის კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ამ კანონის 36 2 და 36 3 მუხლებით გათვალისწინებული წესით. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლებისათვის კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება ამ კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით. საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 98 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.