მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
Article 30^1. (ამოღებულია)
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.296 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის ორგანული კანონი №2476 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.368 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5661 - ვებგვერდი, 29.12.2011წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6724 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. მუხლი 31 1. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა იწყება იმავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დღიდან.
2. საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება ყოველთვიურად, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების 1/12-ის ოდენობით.
3. თუ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა წლის განმავლობაში, მაგრამ წლის ბოლომდე დარჩენილია სულ მცირე 6 კალენდარული თვე, პარტია ამ წლის საბიუჯეტო დაფინანსებას სრულად მიიღებს და თანხა განაწილდება პროპორციულად, დარჩენილი თვეების მიხედვით, ხოლო თუ წლის ბოლომდე დარჩენილია 6 კალენდარულ თვეზე ნაკლები, პარტია დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ დარჩენილი თვეების ოდენობით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი საბიუჯეტო დაფინანსების გაცემის წესის შესაბამისად.
