„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი სუბიექტები
1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები.
2. სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ვრცელდება იურიდიულ პირებსა (სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები) და ფიზიკურ პირებზე (მეცნიერები). საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410 კარი II. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მართვა თავი I. მართვის ორგანიზაციული სტრუქტურები და სუბიექტები მუხლი 4. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას ამტკიცებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დაფინანსების წილს, განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას ამ სფეროში და აკონტროლებს მის განხორციელებას. საქართველოს 1997 წლის 30 აპრილის კანონი №672 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 31.05.1997 წ., გვ.14
