არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Article 35. არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო
Consolidation №28 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
პირი თავისუფლდება არასრულწლოვანების პერიოდში ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ა) 1 წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) 3 წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; გ) 5 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; დ) 12 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.
