ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ
Article 3. თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება
1. თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. თვითმმართველი ერთეული ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია.
3. ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა ჩარევა თვითმმართველი ერთეულის ქონებრივი უფლებების საკითხებში დაუშვებელია, გარდა საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შემთხვევებისა.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებულნი არიან დაიცვან თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.
5. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ ან რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისაგან მოითხოვოს თვითმმართველი ერთეულის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესების დაცვა.
6. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „ სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველის (შემდგომ − ქონების მმართველი) ინდივიდუალურ ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველო ს 2007 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 5422 - სსმ I , № 38 14.11.200 7 წ., მუხ. 364 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1892 - სსმ I, №33 09.11.2009 წ., მუხ.211 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3964-სსმI,№74,24.12.2010 წ., მუხ.445 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6383 – ვებგვერდი, 15.06.2012წ. თავი II. თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნა
