საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1815- სსმ I, №32, 20.12.2002 წ., მუხ.156
Article 12. (ამოღებულია)
Compare versions
1. სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამას შეიმუშავებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიასა და სხვა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეთანხმებით. პროგრამას საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 2. სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა მოიცავს: ა) სამედიცინო მომსახურების იმ სახეებსა (ნოზოლოგიებისა და სირთულის ჯგუფების მიხედვით) და მოცულობას (სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტის მიხედვით), რისი მიღებაც გარანტირებულია საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისათვის (სახელმწიფო საბაზო სამედიცინო პროგრამა); ბ) ფასებს საბაზო პროგრამის ცალკეულ სახეობათა მიხედვით; გ) სადაზღვევო შესატანის ოდენობას და გადახდის წესს ცალკეული დამზღვევისათვის.
