Article 181
Consolidation №41 Verified against the current consolidation · 29 Apr 2026
1. კრუიზის ორგანიზატორს ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოებათა გამო შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე კრუიზის დაწყებამდე.
2. თუ ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოება შეიქმნა კრუიზის დაწყების შემდეგ და კრუიზი შეწყდა, ხელშეკრულება უქმდება. ამ შემთხვევაში კრუიზის ორგანიზატორი ვალდებულია აუნაზღაუროს კრუიზის მონაწილეს გადახდილი საფასურის ნაწილი და მისი მოთხოვნის თანახმად დააბრუნოს იგი მოგზაურობის საწყის ნავსადგურში.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
