Article 276
271-ე მუხლში ჩამოთვლილი ნიშნების არსებობის მიუხედავად, საერთო ავარიად არ ჩაითვლება: ა) ღირებულება ბორტს იქით გადაგდებული თვითაალებადი ტვირთისა, რომელიც იწვის, და ისეთი ტვირთისა, რომელიც გადააქვს გემს სავაჭრო ზღვაოსნობის წესებისა და ჩვეულებების შეუსაბამოდ; ბ) გემის ბორტზე ხანძრის ჩაქრობისას კვამლით ან სიმხურვალით მიყენებული ნებისმიერი ზიანი; გ) ზიანი, რომელიც მიყენებულ იქნა საერთო საფრთხისაგან გადარჩენის მიზნით შეწირულობათა გაღებამდე გემის ნაწილების ან ნამსხვრევების ჩამოჭრით, რომლებიც წაღებულია ან დაიკარგა უბედური შემთხვევის გამო; დ) გასვლის და შესვლის ნავსადგურებში ან თავშესაფარში ტვირთის, საწვავის ან მომარაგების საგნების გადაადგილების ან გადმოტვირთვისათვის გაწეული ხარჯი, როცა გემის დაზიანება გამომჟღავნდა შესვლის ან გასვლის ნავსადგურში და რეისის განმავლობაში არ მომხდარა ამ დაზიანებასთან დაკავშირებული არავითარი უბედური ან სხვა საგანგებო შემთხვევა, ასევე, როცა ხარჯი გაწეულია რეისის პროცესში ტვირთის გადაადგილება-გადაცვენის გამო მხოლოდ მისი გადაწყობის მიზნით, თუ ასეთი გადაწყობა საერთო უსაფრთხოებისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენს; ე) შეკეთების პერიოდში გაწეული დანახარჯები ხელფასზე ან გემის ეკიპაჟის შესანახად, საწვავზე და მომარაგების საგნებზე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა შეკეთება აუცილებელია რეისის უსაფრთხო გაგრძელებისათვის და როცა დაზიანება გამომჟღავნდა გასვლის ან შესვლის ნავსადგურში, მხოლოდ იმ პირობით, თუ რეისის განმავლობაში არ მომხდარა ამ დაზიანებასთან დაკავშირებული არცერთი უბედური ან სხვა საგანგებო შემთხვევა; ვ) ნებისმიერი ზიანი ან დანაკარგი, რომელიც განიცადა გემმა ან ტვირთმა რეისის ხანგრძლივობის გაზრდის შედეგად (ზიანი მოცდენის, ფასის ცვლილების გამო და ა.შ.).
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
