1.ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ.
2.გადარჩენის შესახებ ყოველგვარი შეთანხმება, რომელიც შედგა საფრთხის მომენტში და მისი ზეგავლენით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად ან შეიცვალოს სასამართლოსა და არბიტრაჟის მიერ, თუ სასამართლო ან არბიტრაჟი აღიარებს, რომ შეთანხმების პირობები უსამართლოა.
