საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
Article 68. (ამოღებულია)
Compare versions
1. ეკიპაჟის წევრის რეპატრიაცია გემთმფლობელის ხარჯზე ხდება შემდეგ შემთხვევებში: ა) სააგენტოს ინიციატივით გათავისუფლებისას; ბ) ავადმყოფობის ან ტრავმის შემთხვევაში; გ) გემის დაღუპვისას; დ) როდესაც გემთმფლობელს არ შეუძლია შეასრულოს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი; ე) შვებულებაში გასვლისას; ვ) კონტრაქტის ვადის გასვლისას. 2. გემთმფლობელი ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს მეზღვაურის რეპატრიაციას კონტრაქტით ან კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ვადის გასვლის შემდეგ. 3. გემთმფლობელი პასუხს აგებს მგზავრობის (როგორც წესი, თვითმფრინავით), სასტუმროს, კვების, ხელფასისა და ფულადი დახმარების, ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის ბარგის გადატანისა და მკურნალობის ორგანიზაციაზე და ანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს. 4. თუ გემთმფლობელს არ შესწევს უნარი ორგანიზაცია გაუკეთოს მეზღვაურის რეპატრიაციას და აანაზღაუროს ხარჯები, მაშინ ამ ვალდებულებას კისრულობს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო გაწეული ხარჯების გემთმფლობელისათვის შემდგომი გადახდევინებით. საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
The story of this article· 2
The amendments this article has been through
- · published 23 Dec 2015
Clarifies obligations regarding repatriation of seafarers after contract completion.
amending act №3115479 - · published 10 Mar 2011
Defines conditions under which crew repatriation costs are borne by the shipowner, including agency-initiated dismissal.
amending act №1232333
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
