საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 129. პირები, რომლებისგანაც არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება
არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება: ა) (ამოღებულია - 21.02.2024, №4047) ; ბ) სასულიერო პირისაგან ისეთი გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს; გ) თანამდებობის პირისაგან ისეთ გარემოებებზე, რომელთა შესახებ საიდუმლოების დაცვაც მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის, თუ იგი განთავისუფლებული არ არის ასეთი საიდუმლოების დაცვისაგან. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350 საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4047 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
