1.სასამართლოს არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ დასაბუთებული განჩინება გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში.
2.სასამართლოში არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ საკითხის განხილვა ვერ შეაჩერებს არბიტრაჟში საქმის განხილვას.
3.სასამართლოს განჩინება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4.თუ სასამართლო არბიტრაჟს მოცემულ საკითხზე არ ცნობს კომპეტენტურად, განჩინებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო.
5.თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით არბიტრაჟი ცნობილი არ იქნება კომპეტენტურად, ბათილია არბიტრაჟის მიერ მოცემულ საკითხზე მანამდე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება. საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1281 - სსმ I, №13, 02.07.2009წ., მუხ.64

