1.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.გაფიცვის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელში მითითებული უნდა იყოს გაფიცვის მონაწილე ყველა დასაქმებული.
3.გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც 3 დღეზე ნაკლები არ შეიძლება იყოს. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს.
4.გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს განჩინება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელისათვის მისი გაცნობიდან 3 დღის ვადაში კერძო საჩივრით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.
5.გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეგზავნება მოპასუხეს და მას შესაგებლის წარსადგენად 10-დღიანი ვადა ეძლევა. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.