საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, თუ: ა) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია შუამდგომლობა, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარე შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები იყო; ა.ბ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლის ცნობა და აღსრულებაც მოითხოვება, იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებმა მასში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელიც შუამდგომლობის განმხილველმა სასამართლომ შესაბამისად მიიჩნია, ბათილია ან ძალადაკარგულია ან მისი აღსრულება შეუძლებელია; ა.გ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების აღსრულება სავალდებულო არ არის, ან ის, მისი პირობების თანახმად, საბოლოო არ არის, ან მისი შინაარსი შემდგომ არსებითად შეიცვალა; ა.დ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია ან მკაფიო ან გასაგები არ არის; ა.ე) შუამდგომლობაში აღძრული მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამედიაციო მორიგების პირობებს; ა.ვ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველმა მედიატორმა უხეშად დაარღვია მედიატორის/მედიაციის მიმართ დადგენილი სტანდარტები, რადგან ასეთი დარღვევის გარეშე ეს მხარე არ დადებდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებას; ა.ზ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველმა მედიატორმა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებს არ გაუმჟღავნა ის გარემოებები, რომლებიც მედიატორის მიუკერძოებლობაში ან დამოუკიდებლობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა, და მათმა გაუმჟღავნებლობამ არსებითად იმოქმედა ან არასათანადო გავლენა მოახდინა ერთ-ერთ მხარეზე, რადგან ამ გარემოებების გაუმჟღავნებლობის გარეშე ეს მხარე არ დადებდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებას; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) შუამდგომლობაში აღძრული მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს; ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება მედიაციის გზით იქნეს განხილული.
2.თუ სასამართლოს, არბიტრაჟს ან ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ ორგანოს წარედგინა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა ან მოთხოვნა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული შუამდგომლობის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, თუ იგი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადადოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მეორე მხარეს დაავალოს შესაბამისი უზრუნველყოფის წარმოდგენა. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. კარი მეშვიდე 10 „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმის განხილვის თავისებურებანი საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი XLIV 17 „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმის განხილვის თავისებურებანი საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
1. სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, თუ: ა) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია შუამდგომლობა, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარე შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები იყო; ა.ბ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლის ცნობა და აღსრულებაც მოითხოვება, იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებმა მასში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელიც შუამდგომლობის განმხილველმა სასამართლომ შესაბამისად მიიჩნია, ბათილია ან ძალადაკარგულია ან მისი აღსრულება შეუძლებელია; ა.გ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების აღსრულება სავალდებულო არ არის, ან ის, მისი პირობების თანახმად, საბოლოო არ არის, ან მისი შინაარსი შემდგომ არსებითად შეიცვალა; ა.დ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია ან მკაფიო ან გასაგები არ არის; ა.ე) შუამდგომლობაში აღძრული მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამედიაციო მორიგების პირობებს; ა.ვ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველმა მედიატორმა უხეშად დაარღვია მედიატორის/მედიაციის მიმართ დადგენილი სტანდარტები, რადგან ასეთი დარღვევის გარეშე ეს მხარე არ დადებდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებას; ა.ზ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველმა მედიატორმა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებს არ გაუმჟღავნა ის გარემოებები, რომლებიც მედიატორის მიუკერძოებლობაში ან დამოუკიდებლობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა, და მათმა გაუმჟღავნებლობამ არსებითად იმოქმედა ან არასათანადო გავლენა მოახდინა ერთ-ერთ მხარეზე, რადგან ამ გარემოებების გაუმჟღავნებლობის გარეშე ეს მხარე არ დადებდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებას; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) შუამდგომლობაში აღძრული მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს; ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება მედიაციის გზით იქნეს განხილული. 2. თუ სასამართლოს, არბიტრაჟს ან ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ ორგანოს წარედგინა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა ან მოთხოვნა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული შუამდგომლობის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, თუ იგი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადადოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მეორე მხარეს დაავალოს შესაბამისი უზრუნველყოფის წარმოდგენა. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. კარი[კარი მეშვიდე 10 „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმის განხილვის თავისებურებანი საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. თავი XLIV 17 „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმის განხილვის თავისებურებანი საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
These lawyers work in the legal area related to this article.