საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 428. მოსამართლის ჩამოცილება განცხადების განხილვისაგან
Consolidation №177 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვაში დაუშვებელია იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომელსაც კანონის მიხედვით არ უნდა მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში (422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ან რომლის დანაშაულებრივი ქმედების გამო აღიძვრის საქმე განახლების შესახებ (423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
