საქართველოს კანონით „ თამასუქის შესახებ
Article 44. თამასუქის გადამხდელი პირის უფლებები
Consolidation №3 Verified against the current consolidation · 23 Dec 2017
1. ყოველ ვალდებულ პირს, რომელსაც წარუდგინეს ან შეიძლება წარუდგინონ სარჩელი, უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მას დაუბრუნონ გადახდილი თამასუქი პროცენტის ან გადახდის შესახებ ხელწერილის (ბათილამის) დართვით.
2. ყველა ინდოსანტს, რომელიც გადაიხდის თამასუქს, შეუძლია გადახაზოს თავისი ინდოსამენტი და მომდევნო ინდოსამენტები.
