საქართველოს კანონით „ ჩეკების შესახებ
Article 38. ჩეკის გამნაღდებელი პირის უფლებები
1. ჩეკით ვალდებულ ნებისმიერ პირს‚ რომლის მიმართაც შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელი‚ ჩეკის განაღდების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვოს ჩეკის დაბრუნება პროტესტით ან სხვა თანაბარმნიშვნელოვან დამოწმებასთან ერთად და ხელწერილი ჩეკის განაღდების შესახებ (ბათილამი).
2. ნებისმიერ ინდოსანტს‚ ჩეკის განაღდების შემდეგ‚ უფლება აქვს ამოშალოს როგორც თავისი‚ ასევე მისი მომდევნო ინდოსანტების ინდოსამენტი.
