Article 24. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული
1. ყველა საჯარო დაწესებულებაში იქმნება ადამიანური რესურსების მართვის ერთეული (მას წარმოადგენს დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული (ქვედანაყოფი) ან შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი მოხელე). საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულთან თანამშრომლობს და მას მეთოდურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
2. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული შეიმუშავებს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და უზრუნველყოფს მის აღსრულებას. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, ის პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვისთვის. საქართველოს 2020 წლის 18 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 24.02.2020წ. საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №315 – ვებგვერდი, 21.02.2025წ. თავი IV მოხელეთა თანამდებობების კლასიფიცირება
