Article 2. ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა
1. ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებებს.
2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამო იყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
3. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს (საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში), სამინისტროებს, უწყებებს, საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, კონცერნებს, ასოციაციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არსებული თავისუფალი სახსრებისა და საშუალებების გათვალისწინებით საბიუჯეტო ურთიერთობის შეუცვლელად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი შეღავათებისა და წახალისების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით.
4. (ამოღებულია). საქართველო ს 2005 წლის 2 3 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I , №56 28.12 . 200 5 წ., მუხ.400 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3647 - სსმ I, №44 27.11.2006 წ., მუხ.295 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6884 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
