Article 8. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება და ვადები
საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ა) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში; ბ) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება – ერთი სამუშაო დღის ვადაში; გ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლებების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, ასევე მათ სასარგებლოდ დადებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია; დ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების რეგისტრაცია და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში; ე) საჯარო დაწესებულება საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის, გარდა ამონაწერის განახლებისა; ვ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა – 3 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3650-სსმI,№44,27.11.2006წ.,მუხ.298 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234
