ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
Article 20^1
1. (ამოღებულია - 09.02.2023, №2584) .
2. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას. 2 1 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა შემოსავლების სამსახურს აწვდის აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც აგრეთვე უთითებს აზარტული ტურნირის ჩატარების ადგილს, აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას, აზარტულ ტურნირში მონაწილეობის საფასურის ოდენობას ან/და მომსახურების საკომისიოს (არსებობის შემთხვევაში) ოდენობას.
3. (ამოღებულია - 09.02.2023, №2584 ).
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის/ცვლილების შემთხვევაში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში ცვლილების შეტანამდე 2 სამუშაო დღით ადრე შემოსავლების სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის/მისამართების შესახებ.
