1.სააგენტოს თავმჯდომარე: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს (ბრძანებებს), რომელთა შესრულება სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვების მონაწილე სხვა პირებისათვის; ბ) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს; გ) აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს; დ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით აკონტროლებს თანამშრომელთა საქმიანობას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს; ვ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას; ზ) სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს მთავრობას დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
