Article 16
1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი მოთხოვნა, დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ფოტოსურათი, ხოლო თუ წარდგენილი ან სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დოკუმენტი არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას და საჭიროა მისი მოქალაქეობრივი კუთვნილების გადამოწმება – აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება წარდგენილი და გამოყენებული იქნეს დაბადების მოწმობის ნაცვლად, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. პირადობის მოწმობის მისაღებად ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას .
3. ამ მუხლის მე -2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან . საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1391-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.109 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4049-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.493 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
