საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 395. ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან განთავისუფლების შესახებ წინასწარი შეთანხმების დაუშვებლობა
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. დაუშვებელია მხარეთა წინასწარი შეთანხმება მოვალის მიერ განზრახი მოქმედებით ვალდებულების დარღვევისას ზიანის ანაზღაურებისაგან მისი განთავისუფლების შესახებ.
